ირაკლი ქადაგიშვილი – კარგია, როდესაც ადამიანები ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისთვის მიმართავენ, სახელმწიფო მათ მიმართ ლოიალური იქნება
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ლოიალური იქნება იმ პირების მიმართ, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს ინანიებენ და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ. 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისთვის მიმართავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავიდანვე ითქვა, რომ ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო, სახელმწიფო მის მიმართ ლოიალური იქნება.
„ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ 4 ოქტომბრის პროვოკაციამ სრული ფიასკო განიცადა. ის დასრულდა ისე, როგორც ქართველ ხალხს და არა მარტო ქართულ სახელმწიფოს უნდოდა. კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისათვის მიმართავენ. თავიდანვე ვამბობდით, ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო, სახელმწიფო მის მიმართ ლოიალური იქნება. უკვე ბევრმა ისარგებლა ამით. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს, საკითხის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. ყველასათვის ეს უნდა იყოს მანიშნებელი, რომ ქვეყანაში, მით უმეტეს გარედან დაკვეთით ჩატარებული ფერადი რევოლუციების დრო დამთავრდა. ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამა თუ იმ პოზიციას ან ქვეყანაში გარკვეულ ცვლილებებს უნდა მიაღწიოს ქართველ ხალხთან, ამომრჩეველნთან პოლიტიკური საქმიანობით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმის უპერსპექტივობას, რაც ერთი წლის წინ, 4 ოქტომბერს მოხდა საქართველოში, რასაც მხარი დაუჭირა ოფიციალირად ევროკავშირის წარმომადგენელმა და დადგა არა საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიისა და არჩევნების მხარეს, არამედ რევოლუციის მხარეს. და დღეს, ერთი წლის თავზე, ეს ყველაფერი ნელ-ნელა წარსულს რომ ბარდება და ადამიანები ამას ათვითცნობიერებენ, ძალიან კარგია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, რამდენად რეალური და დროულია აღიარება იმ ადამიანისგან, რომელიც მოუწოდებდა ხალხს მშვიდობიანი დამხობისკენ, ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ „როდესაც ადამიანი აღიარებს, აცნობიერებს შეცდომას, ეს ყოველთვის დროულია“.
„სახელმწიფოს გააჩნია ჰუმანური მიდგომა და უკვე ბევრმა ადამიანმა ამ ჰუმანური მიდგომით იხელმძღვანელა და თავისუფლებაზე არის. ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, ყველა დეტალი სასამართლოში გაირკვევა, სახელმწიფო იქნება ამ პოლიტიკის მომხრე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ზოგადად, ის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ, რაც 4 ოქტომბერს მოაწყვეს, სრული ფიასკოთი დასრულდა - ირაკლი ქადაგიშვილი
- რუსთავი 24 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს - პროკურატურა ბრალდებულებთან შეთანხმებას გააფორმებს
ციტატები სტატიიდან
„ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ 4 ოქტომბრის პროვოკაციამ სრული ფიასკო განიცადა. ის დასრულდა ისე, როგორც ქართველ ხალხს და არა მარტო ქართულ სახელმწიფოს უნდოდა. კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისათვის მიმართავენ. თავიდანვე ვამბობდით, ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო, სახელმწიფო მის მიმართ ლოიალური იქნება. უკვე ბევრმა ისარგებლა ამით. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს, საკითხის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. ყველასათვის ეს უნდა იყოს მანიშნებელი, რომ ქვეყანაში, მით უმეტეს გარედან დაკვეთით ჩატარებული ფერადი რევოლუციების დრო დამთავრდა. ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამა თუ იმ პოზიციას ან ქვეყანაში გარკვეულ ცვლილებებს უნდა მიაღწიოს ქართველ ხალხთან, ამომრჩეველნთან პოლიტიკური საქმიანობით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმის უპერსპექტივობას, რაც ერთი წლის წინ, 4 ოქტომბერს მოხდა საქართველოში, რასაც მხარი დაუჭირა ოფიციალირად ევროკავშირის წარმომადგენელმა და დადგა არა საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიისა და არჩევნების მხარეს, არამედ რევოლუციის მხარეს. და დღეს, ერთი წლის თავზე, ეს ყველაფერი ნელ-ნელა წარსულს რომ ბარდება და ადამიანები ამას ათვითცნობიერებენ, ძალიან კარგია“
„როდესაც ადამიანი აღიარებს, აცნობიერებს შეცდომას, ეს ყოველთვის დროულია“
„სახელმწიფოს გააჩნია ჰუმანური მიდგომა და უკვე ბევრმა ადამიანმა ამ ჰუმანური მიდგომით იხელმძღვანელა და თავისუფლებაზე არის. ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, ყველა დეტალი სასამართლოში გაირკვევა, სახელმწიფო იქნება ამ პოლიტიკის მომხრე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…