პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვიქტორ ყიფიანი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვისას ძალიან რთული იქნება ნორმალური პოლიტიკური დიალოგი, ეს გაარადიკალურებს პროცესს, ეს ურთიერთობებს გადაიყვანს კონფრონტაციულ რეჟიმში

ქართული ოცნება

პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პროცესს გაარადიკალურებს, ურთიერთობებს კონფრონტაციულ რეჟიმში გადაიყვანს და პოლიტიკურ დიალოგს გაართულებს.

ვიქტორ ყიფიანი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვისას ძალიან რთული იქნება ნორმალური პოლიტიკური დიალოგი, ეს გაარადიკალურებს პროცესს, ეს ურთიერთობებს გადაიყვანს კონფრონტაციულ რეჟიმში
ინტერპრესნიუსი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვისას ძალიან რთული იქნება ნორმალური პოლიტიკური დიალოგი, ეს გაარადიკალურებს პროცესს, ეს ურთიერთობებს გადაიყვანს კონფრონტაციულ რეჟიმში, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რითაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, პარტია „ჯერ საქართველოსა“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტიებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი საუბრის თემა იყო ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.

„ოპოზიციაში ყოფნის პირობებში, ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ პროცესზე, ეს არ არის პარტიული მიდგომა, ეს არ არის ვიწროპოლიტიკური მიდგომა, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა.

ჩვენი ამოცანა დღეს იყო ამის დემონსტრირება. რა თქმა უნდა, თუ პროცესი განვითარდა, როგორც თქვენ ბრძანეთ [ოპოზიციური პარტიები აიკრძალა] ძალიან რთული იქნება ნორმალური პოლიტიკური დიალოგი, ეს გაარადიკალურებს პროცესს, ეს ურთიერთობებს გადაიყვანს კონფრონტაციულ რეჟიმში და ეს ჩვენთვის, „ჯერ საქართველოს“ ინტერესში არ არის და ვფიქრობ, ეს არც „ქართული ოცნების“ ინტერესში არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოპოზიციაში ყოფნის პირობებში, ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ პროცესზე, ეს არ არის პარტიული მიდგომა, ეს არ არის ვიწროპოლიტიკური მიდგომა, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ჩვენი ამოცანა დღეს იყო ამის დემონსტრირება. რა თქმა უნდა, თუ პროცესი განვითარდა, როგორც თქვენ ბრძანეთ [ოპოზიციური პარტიები აიკრძალა] ძალიან რთული იქნება ნორმალური პოლიტიკური დიალოგი, ეს გაარადიკალურებს პროცესს, ეს ურთიერთობებს გადაიყვანს კონფრონტაციულ რეჟიმში და ეს ჩვენთვის, „ჯერ საქართველოს“ ინტერესში არ არის და ვფიქრობ, ეს არც „ქართული ოცნების“ ინტერესში არ უნდა იყოს“
ვიქტორ ყიფიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვიქტორ ყიფიანი - ხელისუფლებას თუ სურდა სარჩელში მითითებული პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, ვინაიდან გააცოცხლა ამ პარტიების რეიტინგიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები