დავით მათიკაშვილი: უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა დასავლურ პრესაში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რგოლის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დაუჯერებელი ამაში არაფერია და ეს თუ დადასტურდა, იქნება უკიდურესად მძიმე მოცემულობა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად გაართულებს
დეპუტატ დავით მათიკაშვილის მტკიცებით, დასავლურ პრესაში გაჟღერდა ბრალდება ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის მიერ რადიკალიზმის დაფინანსებაზე, რაც დადასტურების შემთხვევაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას კიდევ უფრო გაართულებს.

უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა დასავლურ პრესაში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რგოლის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დაუჯერებელი ამაში არაფერია და ეს თუ დადასტურდა, იქნება უკიდურესად მძიმე მოცემულობა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად გაართულებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, პრაქტიკა ნათელია, ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს საქართველოს, როდესაც ევროპული ფონდები პირდაპირი მნიშვნელობით აფინანსებდნენ რადიკალიზმს, პოლიციელებისთვის ცეცხლის მოკიდებას, პარლამენტის დაწვის მცდელობას და ა.შ.
„თუ აქამდე ევროპული ფონდების უკან ვხედავდით ევრო პარლამენტარებს, რომელთა რეიტინგიც ევროკავშირის შიგნით არის უკიდურესად დაბალი, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის იმ ფონდების საგარეო მნიშვნელობით გათვალისწინებული ფონდებიდან იმ 5 ძირითადი ორგანიზაციის დაფინანსება, რომელმაც საშინელება ჩაიდინა ევროპის ქვეყნებში, ცხადს ხდის რა გამოწვევის წინაშე იდგა საქართველო მაშინ, როდესაც ეს საკმაოდ რთული პროცესები ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ევრო ფონდების დაფინანსებით ხდებოდა ეს და რა სწორი, ადეკვატური და დროული ნაბიჯი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან იმ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება, რომელიც გარედან შემოდინებული ფულის გამჭვირვალობის სავალდებულოობას ადგენდა.
ევრო ბიუროკრატია საკუთარ წევრ ქვეყნებსაც არ ინდობს, ისე ფინანსდება რადიკალიზმი ევროპის ქვეყნებში აღმასრულებელი რგოლის მიერ. აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მძიმე მოცემულობით შეივსება, რადგან ზედმეტად დადასტურდება ჩვენი საზოგადოებისთვის ევროკავშირის უკონტროლობა საკუთარ და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„თუ აქამდე ევროპული ფონდების უკან ვხედავდით ევრო პარლამენტარებს, რომელთა რეიტინგიც ევროკავშირის შიგნით არის უკიდურესად დაბალი, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის იმ ფონდების საგარეო მნიშვნელობით გათვალისწინებული ფონდებიდან იმ 5 ძირითადი ორგანიზაციის დაფინანსება, რომელმაც საშინელება ჩაიდინა ევროპის ქვეყნებში, ცხადს ხდის რა გამოწვევის წინაშე იდგა საქართველო მაშინ, როდესაც ეს საკმაოდ რთული პროცესები ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ევრო ფონდების დაფინანსებით ხდებოდა ეს და რა სწორი, ადეკვატური და დროული ნაბიჯი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან იმ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება, რომელიც გარედან შემოდინებული ფულის გამჭვირვალობის სავალდებულოობას ადგენდა. ევრო ბიუროკრატია საკუთარ წევრ ქვეყნებსაც არ ინდობს, ისე ფინანსდება რადიკალიზმი ევროპის ქვეყნებში აღმასრულებელი რგოლის მიერ. აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მძიმე მოცემულობით შეივსება, რადგან ზედმეტად დადასტურდება ჩვენი საზოგადოებისთვის ევროკავშირის უკონტროლობა საკუთარ და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…