პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ევრობიუროკრატიის პოლიტიკამ, მათმა მხარდაჭერილმა და წახალისებულმა რადიკალიზმმა იმდენად მძიმე ლაბირინთებში შეიყვანა ზოგადად ევროპული განწყობები, ევროპული მოცემულობა საქართველოში, რომ ფაქტობრივად, თავისი თავის წინააღმდეგ მიდიან

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროკომისიას რადიკალიზმის წახალისებასა და ძალადობისთვის სახელის არდარქმევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევრობიუროკრატიის პოლიტიკა საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდის.

დავით მათიკაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ევრობიუროკრატიის პოლიტიკამ, მათმა მხარდაჭერილმა და წახალისებულმა რადიკალიზმმა იმდენად მძიმე ლაბირინთებში შეიყვანა ზოგადად ევროპული განწყობები, ევროპული მოცემულობა საქართველოში, რომ ფაქტობრივად, თავისი თავის წინააღმდეგ მიდიან
იმედინიუსი

ევრობიუროკრატიის პოლიტიკამ, მათმა მხარდაჭერილმა და წახალისებულმა რადიკალიზმმა იმდენად მძიმე ლაბირინთებში შეიყვანა ზოგადად ევროპული განწყობები, ევროპული მოცემულობა საქართველოში, რომ ფაქტობრივად, თავისი თავის წინააღმდეგ მიდიან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

კერძოდ, გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა: „ვნახეთ მორიგი დოკუმენტი, ბრიუსელი ე.წ. თვითნებურად დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს, მაგრამ ვერ ასახელებს გვარებს. რატომ გაურბის [ევროკავშირის] ელჩი ამ სიის გასაჯაროებას?“

მათიკაშვილის შეფასებით, ვერ ამბობენ ისეთ რაღაცას, რომლის თქმაც თითქოსდა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი.

„სიმართლეს ვერ ამბობენ და რა არის ეს სიმართლე. აშკარა ძალადობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს, რომელსაც ჰქვია პოლიციელის „მოლოტოვის კოქტეილით“ დაწვის მცდელობა, რომელსაც ჰქვია პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობა, პირდაპირ ომის ინსცენირების მცდელობა თბილისის ქუჩებში, რუსთაველზე. ამაზე პროპორციული პასუხი იყო სამართალდამცავი ორგანოებისა, გარკვეული გადაცდომებით, რომელზეც ასევე პასუხი იყო გაცემული, მაგრამ მთლიანობაში პროპორციული და ბევრად უფრო დახვეწილი პასუხი, ვიდრე ჩვენ ვიხილეთ ევროპის ქუჩებში. ამ მოცემულობაში, როდესაც აშკარა ძალადობას არ არქმევ სახელს, საკუთარი ფონდებიდან აძლევ თანხებს რადიკალებს იმისთვის, რომ მათ წაახალისონ „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია, იბეჭდება ფლაერები, პლაკატები და იქ წერია, რომ მე ვისროლე „მოლოტოვის კოქტეილი“, ამაზე მდარე, ამაზე ზღვარს გადასული ცინიკური დამოკიდებულება ხომ არ შეიძლება არსებობდეს. მითუმეტეს იმ ქვეყანასთან და ხალხთან მიმართებით, რომელსაც ეპატიჟები და ამბობ, ჩემი კლუბის წევრი მინდა გახდეო. უყვართ ამის თქმა. როდესაც ასეთი შეფასებები გაქვს თბილისში მიმდინარე მოვლენებზე, დღეს რომ ევროკავშირის დედაქალაქებში ხდება უბედურება და ამას პირდაპირ თავის სახელს არქმევენ, უკვე ამ მოცემულობაში „კახაბერს კახაბერს“ ვეღარ არქმევენ, სიმართლეს სიმართლეს ვერ არქმევენ.

მთელმა მსოფლიომ იხილა რევოლუციურ კომიტეტებს როგორ ქმნიდნენ პირდაპირ ეთერში. როგორ იყო დაგეგმილი „მშვიდობიანი დამხობა“. რა მშვიდობიანობაზეა საუბარი, პრეზიდენტის სასახლის შტურმი მიდიოდა პირდაპირ. ამ ყველაფრის ფონზე როდესაც დააკავებ მოძალადეებს, შემდეგ ეს მოძალადეები დაწერენ და გულწრფელად აღიარებენ იმას, რომ მე ჩავიდინე ბატონო ეს დანაშაული და გამომიშვით გარეთო, თურმე ესენი თვითნებურად დაკავებულები ყოფილან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ევროკავშირის ქვეყნებში მოლოტოვის კოქტეილის სროლა დანაშაულია, საქართველოში კი ამას აზრის თავისუფლად გამოხატვად ასაღებდნენ" - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები