დავით მათიკაშვილი: როდესაც ჩვენ ვხედავთ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების ასეთ მზარდ პრაქტიკას ევროკავშირის ქვეყნებში, ეს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობს იმას, რომ მოუმწიფარი პოლიტიკის გამო, პოლიტიკურად ცხვირი წაიტეხა ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის მმართველობითმა სისტემამ
დეპუტატ დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ევროკავშირის ქვეყნებში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების პრაქტიკა ადასტურებს, რომ მოუმწიფარი პოლიტიკის გამო ევროკავშირის მმართველობითმა სისტემამ ცხვირი წაიტეხა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატია საზოგადოებრივ რეალობას აბსოლუტურად აცდენილია.

როდესაც ჩვენ ვხედავთ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების ასეთ მზარდ პრაქტიკას ევროკავშირის ქვეყნებში, ეს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობს იმას, რომ მოუმწიფარი პოლიტიკის გამო, პოლიტიკურად ცხვირი წაიტეხა ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის მმართველობითმა სისტემამ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ანალოგს ნიშნავს, რომ გარკვეული ძალები ერევიან სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა, როგორც საკანონმდებლო, ასევე, პოლიტიკის განმსაზღვრელი მექანიზმები იხვეწება იმგვარად, რომ საკუთარი სუვერენიტეტი იქნეს დაცული იმის და მიუხედავად ევროკავშირის საერთო სისტემა და მისი მმართველობითი რგოლი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. როდესაც ჩვენ ვხედავთ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების ასეთ მზარდ პრაქტიკას ევროკავშირის ქვეყნებში, ეს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობს იმას, რომ აქ უკვე მხოლოდ ერთი კუთხით გამოხატული ნება და გამოხატული წიაღსვლა, რომ მხოლოდ რუსეთთან მიმართებით ან ჩინეთთან მიმართებით არსებული მოცემულობა იყოს დაცული ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის უკვე აღარ მუშაობს. და ჩვენ კიდევ უფრო ხშირად და კიდევ უფრო მეტად ვხედავთ მოცემულობას, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები, ყველა დანარჩენ ქვეყანას, რომელიც მეგობრულად იქნება მათდამი გამსჭვალული თუ არამეგობრულად, ამ საკანონმდებლო ჩარჩოთი იცავენ ამ ქვეყნების სავარაუდო ზემოქმედებისგან თავს. იგივე, საფრანგეთის მაგალითი. სულ ახლახან იყო ეს საკანონმდებლო წესი მიღებული საფრანგეთში და მათ შორის საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაგალითად ამ კანონის მიღებისა მათ შორის იყო საქართველოც დასახელებული თუ როგორ ხდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში გარედან ჩარევა. რა თქმა უნდა ამის შედეგად, ყველა თავმოყვარე, საკუთარი ქვეყნისადმი პატრიოტულად გამსჭვალული საზოგადოება უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს ევროკავშირს მართავს არის აბსოლუტურად აცდენილი იმ რეალობისგან, რაც კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხალხებს, წევრი ქვეყნების საზოგადოებებს სურთ. ის საპროტესტო მუხტიც, რომელსაც თვალს ვადევნებდით ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ შორის ამ მდარე, მოუმწიფებელი პოლიტიკის შედეგი იყო“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა, როგორც საკანონმდებლო, ასევე, პოლიტიკის განმსაზღვრელი მექანიზმები იხვეწება იმგვარად, რომ საკუთარი სუვერენიტეტი იქნეს დაცული იმის და მიუხედავად ევროკავშირის საერთო სისტემა და მისი მმართველობითი რგოლი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. როდესაც ჩვენ ვხედავთ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების ასეთ მზარდ პრაქტიკას ევროკავშირის ქვეყნებში, ეს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობს იმას, რომ აქ უკვე მხოლოდ ერთი კუთხით გამოხატული ნება და გამოხატული წიაღსვლა, რომ მხოლოდ რუსეთთან მიმართებით ან ჩინეთთან მიმართებით არსებული მოცემულობა იყოს დაცული ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის უკვე აღარ მუშაობს. და ჩვენ კიდევ უფრო ხშირად და კიდევ უფრო მეტად ვხედავთ მოცემულობას, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები, ყველა დანარჩენ ქვეყანას, რომელიც მეგობრულად იქნება მათდამი გამსჭვალული თუ არამეგობრულად, ამ საკანონმდებლო ჩარჩოთი იცავენ ამ ქვეყნების სავარაუდო ზემოქმედებისგან თავს. იგივე, საფრანგეთის მაგალითი. სულ ახლახან იყო ეს საკანონმდებლო წესი მიღებული საფრანგეთში და მათ შორის საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაგალითად ამ კანონის მიღებისა მათ შორის იყო საქართველოც დასახელებული თუ როგორ ხდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში გარედან ჩარევა. რა თქმა უნდა ამის შედეგად, ყველა თავმოყვარე, საკუთარი ქვეყნისადმი პატრიოტულად გამსჭვალული საზოგადოება უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს ევროკავშირს მართავს არის აბსოლუტურად აცდენილი იმ რეალობისგან, რაც კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხალხებს, წევრი ქვეყნების საზოგადოებებს სურთ. ის საპროტესტო მუხტიც, რომელსაც თვალს ვადევნებდით ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ შორის ამ მდარე, მოუმწიფებელი პოლიტიკის შედეგი იყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…