ბრაზილიაში იზოლირებული ტომი ჯუნგლებიდან გამოვიდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს საკვები სთხოვა
ამაზონის ტყეებში იზოლირებულად მცხოვრები ავას ტომის დაახლოებით 20 წარმომადგენელი ჯუნგლებიდან გამოვიდა და ადგილობრივებს საკვები სთხოვა.

ამაზონის ტყეებში იზოლაციაში მცხოვრები ხალხის - ავას დაახლოებით 20 წარმომადგენელი ბრაზილიის არარიბოიას ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ტავარის მცხოვრებლებთან გამოვიდა და მათ ძირხვენების გაზიარება სთხოვა. ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე Survival International დაყრდნობით გაავრცელა.
ორგანიზაციის მონაცემებით, ამ იშვიათი კონტაქტის მიზეზი შესაძლოა საკვების დეფიციტი გამხდარიყო - კერძოდ, ტყის უკანონო ჩეხვისა და ნადირობის გამო, რაც ტომის საცხოვრებელ ტერიტორიაზე ტრადიციული საკვები რესურსების შემცირებას იწვევს.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც გუაჟაჟარას ხალხს მიეკუთვნებიან, ეს შეხვედრა ფოტოზე და ვიდეოზე აღბეჭდეს. მათ ავას ტომის წარმომადგენლებს იამსი (ბატატის მსგავსი ძირხვენა) მისცეს, რომელიც მათ თან წაიღეს და ისევ ტყეში დაბრუნდნენ. აღინიშნება, რომ ტომის კაცები, ქალები და ბავშვები გამოფიტულები ჩანდნენ.
ბრაზილიის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ სპეციალისტები არსებულ მდგომარეობასა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელ რისკებს.
ავას ტომი ამაზონიის ერთ-ერთ უკანასკნელ მომთაბარე ხალხად ითვლება, რომელიც ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენს თავს. ამ ხალხის დაახლოებით 100 წარმომადგენელი გარე სამყაროსთან კონტაქტს დღემდე თავს არიდებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…