კახა კალაძე ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ: „რასაც ჩვენთან აორგანიზებდნენ და აკეთებდნენ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში მიიღეს იგივე“
თბილისის მერ კახა კალაძის მტკიცებით, რასაც დასავლეთი საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად და ექსტრემისტული ჯგუფების წასახალისებლად აკეთებდა, დღეს საკუთარ ქვეყნებში საპროტესტო ტალღის სახით მიიღო.

„მე არ ვიცი, ვინ რას აფინანსებდა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ძალიან მძიმე პროცესები მიდის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს, თუ რა ხდება – ძალადობრივი გამოსვლები, შეტაკებები. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომლის თანახმად, საერთაშორისო მედია წერს, რომ ევროკომისია და ჯორჯ სოროსი ევროპაში მიმდინარე აქციებს აფინანსებდა.
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ როდესაც ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში ვხედავდით ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა, ამერიკული ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ქმნიდნენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ქმნიდნენ იმისთვის, რომ გაეღრმავებინათ პოლარიზაცია. ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა, კანონმდებლობის შეცვლა, რომ ეს ყველაფერი შეგვეჩერებინა. დღეს, ამ ყველაფერს ვხედავთ ევროპაში. რასაც ჩვენთან აორგანიზებდნენ და აკეთებდნენ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში მიიღეს იგივე.
მე არ მახსოვს, რომ ვინმე გამოსულიყო და დაეგმო ის პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა, ის ძალადობრივი ჯგუფები როგორც მოქმედებდნენ. ასევე, დღეს ვერ ვხედავ, რომ ვინმე გამოვიდეს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დაგმოს, თუნდაც, პოლიციის მიერ აქციების დაშლა. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ხალხი ამას ხომ ხედავს, ხომ აფასებს, ეს ხომ დამალული არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკახა კალაძე: რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კახა კალაძე: რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კახა კალაძე – ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა აფინანსებდა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ახალისებდა ძალადობრივ აქციებს საქართველოში, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
ციტატები სტატიიდან
„მე არ ვიცი, ვინ რას აფინანსებდა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ძალიან მძიმე პროცესები მიდის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს, თუ რა ხდება – ძალადობრივი გამოსვლები, შეტაკებები. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია“
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ როდესაც ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში ვხედავდით ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა, ამერიკული ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ქმნიდნენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ქმნიდნენ იმისთვის, რომ გაეღრმავებინათ პოლარიზაცია. ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა, კანონმდებლობის შეცვლა, რომ ეს ყველაფერი შეგვეჩერებინა. დღეს, ამ ყველაფერს ვხედავთ ევროპაში. რასაც ჩვენთან აორგანიზებდნენ და აკეთებდნენ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში მიიღეს იგივე. მე არ მახსოვს, რომ ვინმე გამოსულიყო და დაეგმო ის პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა, ის ძალადობრივი ჯგუფები როგორც მოქმედებდნენ. ასევე, დღეს ვერ ვხედავ, რომ ვინმე გამოვიდეს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დაგმოს, თუნდაც, პოლიციის მიერ აქციების დაშლა. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ხალხი ამას ხომ ხედავს, ხომ აფასებს, ეს ხომ დამალული არ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…