ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებდნენ, დღეს კი იგივე ძალადობრივი ვითარება საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.

კახა კალაძე: რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კახა კალაძე: რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებშიიმედინიუსი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ახალისებდნენ ძალადობრივ აქციებს საქართველოში, დღეს კი იგივე სიტუაცია საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, საერთაშორისო მედია წერს, რომ ევროკომისია და ჯორჯ სოროსი ევროპაში მიმდინარე აქციებს აფინანსებდა.

„მე არ ვიცი, ვინ რას აფინანსებდა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ძალიან მძიმე პროცესები მიდის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს, თუ რა ხდება - ძალადობრივი გამოსვლები, შეტაკებები. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროა ის ფაქტი, როდესაც ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში ვხედავდით ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვაქვეყანა, ამერიკული ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ქმნიდნენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ქმნიდნენ იმისთვის, რომ გაეღრმავებინათ პოლარიზაცია. ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა, კანონმდებლობის შეცვლა, რომ ეს ყველაფერი შეგვეჩერებინა. დღეს, ამ ყველაფერს ვხედავთ ევროპაში. რასაც ჩვენთან აორგანიზებდნენ და აკეთებდნენ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში მიიღეს იგივე. მე არ მახსოვს, რომ ვინმე გამოსულიყო და დაეგმო ის პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა, ის ძალადობრივი ჯგუფები როგორც მოქმედებდნენ. ასევე, დღეს ვერ ვხედავ, რომ ვინმე გამოვიდეს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დაგმოს თუნდაც პოლიციის მიერ აქციების დაშლა. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ხალხი ამას ხომ ხედავს, ხომ აფასებს, ეს ხომ დამალული არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
  2. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა აფინანსებდა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ახალისებდა ძალადობრივ აქციებს საქართველოში, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
  3. POSTVსამთავრობოკახა კალაძე ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ: „რასაც ჩვენთან აორგანიზებდნენ და აკეთებდნენ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში მიიღეს იგივე“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე არ ვიცი, ვინ რას აფინანსებდა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ძალიან მძიმე პროცესები მიდის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს, თუ რა ხდება - ძალადობრივი გამოსვლები, შეტაკებები. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროა ის ფაქტი, როდესაც ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში ვხედავდით ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვაქვეყანა, ამერიკული ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ქმნიდნენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ქმნიდნენ იმისთვის, რომ გაეღრმავებინათ პოლარიზაცია. ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა, კანონმდებლობის შეცვლა, რომ ეს ყველაფერი შეგვეჩერებინა. დღეს, ამ ყველაფერს ვხედავთ ევროპაში. რასაც ჩვენთან აორგანიზებდნენ და აკეთებდნენ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში მიიღეს იგივე. მე არ მახსოვს, რომ ვინმე გამოსულიყო და დაეგმო ის პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა, ის ძალადობრივი ჯგუფები როგორც მოქმედებდნენ. ასევე, დღეს ვერ ვხედავ, რომ ვინმე გამოვიდეს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დაგმოს თუნდაც პოლიციის მიერ აქციების დაშლა. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ხალხი ამას ხომ ხედავს, ხომ აფასებს, ეს ხომ დამალული არ არის“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები