ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

Goal-ის ცნობით, „პსჟ“ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ზამთარში „ბაიერის“ 20 წლის შემტევის, იბრაჰიმ მაზას შეძენას გეგმავს.

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავსსპორტალი

პსჟ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ზამთარში „ბაიერის“ 20 წლის შემტევის იბრაჰიმ მაზას შეძენას აპირებს, - იტყობინება Goal-ი.

გამოცემის ცნობით, მაზა პარიზული გუნდის მწვრთნელის ლუის ენრიკეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მისით აგრეთვე „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებული.

ამ სეზონში მაზამ ყველა ტურნირზე 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ლევერკუზენულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 50 მილიონი ევროა.

მაზა გერმანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, თუმცა საბოლოოდ ალჟირის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
პსჟ-ს გეგმაშია, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები