კახა კალაძე ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე აქციებზე - საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში - იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპის ქალაქებში მიმდინარე აქციების ფონზე დასავლეთი საკუთარ ქვეყნებში ხედავს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყო. მისი მტკიცებით, საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების შექმნა და წახალისება მათი დაფინანსებით ხდებოდა.

აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში. იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ დემონსტრაციებს გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, „საქართველოში ბოლო წლებში ვხედავდით ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნას და დაფინანსებას“.
„ის, პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა ბოლო წლები - ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, დაფინანსება, სიტყვიერად თუ მესიჯებით წახალისება, გამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიოდნენ ევროპული ქვეყნების პრემიერები, დაგმობაზე საუბარი ზედმეტია, პირდაპირ აქციებზე მიდიოდნენ და გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, ეს სრული კატასტროფაა.
ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, მათი დაფინანსებით ხდებოდა, შემთხვევითი პროცესები არ იყო. აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში. იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ, რა პროცესები მიდის. ძალადობა მიუღებელია და რასაც კადრებში ვხედავთ წარმოუდგენელია. იგივე ხდებოდა საქართველოში გახსოვთ, რა ვითარება იყო“,- აღნიშნა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიკახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
- რუსთავი 2კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
- პირველი არხიკახა კალაძე – ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა
ციტატები სტატიიდან
„საქართველოში ბოლო წლებში ვხედავდით ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნას და დაფინანსებას“
„ის, პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა ბოლო წლები - ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, დაფინანსება, სიტყვიერად თუ მესიჯებით წახალისება, გამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიოდნენ ევროპული ქვეყნების პრემიერები, დაგმობაზე საუბარი ზედმეტია, პირდაპირ აქციებზე მიდიოდნენ და გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, ეს სრული კატასტროფაა. ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, მათი დაფინანსებით ხდებოდა, შემთხვევითი პროცესები არ იყო. აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში. იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ, რა პროცესები მიდის. ძალადობა მიუღებელია და რასაც კადრებში ვხედავთ წარმოუდგენელია. იგივე ხდებოდა საქართველოში გახსოვთ, რა ვითარება იყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.