ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა - ის, რაც საქართველოში "რეპრესიულ კანონად" ცხადდება, გერმანიაში თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას. ჩიხელიძის განცხადებით, გერმანიაში შეურაცხმყოფელი განცხადებები სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება, რაც მისი შეფასებით აჩვენებს, რომ საქართველოში არსებული სიძულვილის ენის აღკვეთისკენ მიმართული რეგულაციები დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელია.

დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა - ის, რაც საქართველოში "რეპრესიულ კანონად" ცხადდება, გერმანიაში თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა
დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა - ის, რაც საქართველოში "რეპრესიულ კანონად" ცხადდება, გერმანიაში თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილარუსთავი 2

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნატა ფერაძეს დასჯიან თუ არა, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია, მთავარია ის, რომ გერმანიაში შეურაცხყოფისა და სიძულვილის შემცველი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება.

მისივე შეფასებით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი რეგულაცია, რომელიც სიძულვილის ენის აღკვეთისკენ არის მიმართული, სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას და ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს.

"მოკლედ, რა ხდება: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, (დადასტურების შემთხვევაში) ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა.

ეს არის აკაცუკის რეალური სახე, აკაცუკი იმაში, რასაც საქართველოში სიბნელედ და რეპრესიად წარმოაჩენს, დასავლეთში დემოკრატიის მანათობელ შუქურას ხედავს.

ნატა ფერაძეს დასჯიან თუ არა, ეს მეორე ხარისხოვანი საკითხია. აქ მთავარი ფაქტია: გერმანიაში შეურაცხყოფისა და სიძულვილის შემცველი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება!

აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი რეგულაცია, რომელიც სიძულვილის ენის აღკვეთისკენ არის მიმართული, სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას და ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს.“ - წერს ჩიხელიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.