„თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს“ – შალვა პაპუაშვილი
თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, პასუხიც უნდა აგოს, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტისთვის შეფარდებულ 30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაზე. მისი მტკიცებით, უხამსობა გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის და კანონმდებლობა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.