ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: ნაცსექტის ერთ-ერთი მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, "ოცნების" ხელისუფლებას "რეპრესიასა" და "ავტორიტარიზმში" ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნატა ფერაძის წინააღმდეგ ბერლინში სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს Facebook-ზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო. აბაშიძის თქმით, ევროპაში გამოხატვის თავისუფლების ლიმიტები უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოში.

გია აბაშიძე: ნაცსექტის ერთ-ერთი მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, "ოცნების" ხელისუფლებას "რეპრესიასა" და "ავტორიტარიზმში" ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს
გია აბაშიძე: ნაცსექტის ერთ-ერთი მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, "ოცნების" ხელისუფლებას "რეპრესიასა" და "ავტორიტარიზმში" ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცესრუსთავი 2

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნატა ფერაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, Facebook-ზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო, ბერლინში ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ეს ის ევროპაა, რომლის სუპერდემოკრატიაზე საქართველოში სხვებისთვის ასე თავდაჯერებით უკითხავენ ლექციებს „ორგროშიანი ნაცგობლინები და მათი პატრონები“.

მისივე თქმით, ამჯერად ლექციას „ნაცსექტანტი“ ევროზონაში მოისმენს გამოხატვის თავისუფლების ლიმიტებზე, თან ბევრად უფრო მკაცრად, ვიდრე საქართველოშია მიჩვეული.

"ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს. ბერლინში ჩასულმა კი მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს.

ფერაძის ინფორმაციით, Facebook-ზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო მის წინააღმდეგ გერმანიაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. საქმეში უკვე ჩაერთო ადვოკატი.

და აი, აქ არის სიუჟეტის ნამდვილი მარგალიტი: საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი პოსტი „თავისუფლებისთვის ბრძოლად“ საღდება და ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯება, გერმანიაში კი იგივე Facebook-პოსტი შეიძლება სისხლის სამართლის საქმის სათავედ იქცეს.

ესეც „რუსულია“?

არა, ეს უბრალოდ ის ევროპაა, რომლის სუპერდემოკრატიაზე საქართველოში სხვებისთვის ასე თავდაჯერებით უკითხავენ ლექციებს ორგროშიანი ნაცგობლინები და მათი პატრონები. ოღონდ ამჯერად ლექციას ნაცსექტანტი ევროზონაში მოისმენს — გამოხატვის თავისუფლების ლიმიტებზე, თან ბევრად უფრო მკაცრად, ვიდრე საქართველოშია მიჩვეული.“ - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ორგროშიანი ნაცგობლინები და მათი პატრონები“
გია აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბერლინში "ფეისბუქ"-პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები