ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე – „ოცნება“ საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევას ცდილობს და ტურიზმის განვითარებით ამართლებს, ასე პროსტიტუციაც და ნარკომანიაც შეიძლება, დააკანონოს და აყვავდება ტურიზმი

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისსაპატრიარქოსაქართველოს პარლამენტი

დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ოცნება“ ქვეყნის აზარტული თამაშების ცენტრად გადაქცევას ცდილობს და კანონპროექტს დაჩქარებულად იღებს, რის გამოც ის საპატრიარქოს ჩართულობას ითხოვს.

გიორგი შარაშიძე – „ოცნება“ საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევას ცდილობს და ტურიზმის განვითარებით ამართლებს, ასე პროსტიტუციაც და ნარკომანიაც შეიძლება, დააკანონოს და აყვავდება ტურიზმი
გიორგი შარაშიძე – „ოცნება“ საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევას ცდილობს და ტურიზმის განვითარებით ამართლებს, ასე პროსტიტუციაც და ნარკომანიაც შეიძლება, დააკანონოს და აყვავდება ტურიზმიპირველი არხი

„ოცნება“ საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევას ცდილობს და ამას ტურიზმის განვითარებით ამართლებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ტურიზმი გვინდა, კი ბატონო, ასე პროსტიტუციაც შეიძლება, დააკანონოს და აყვავდება ტურიზმი.

„დიდი ბოდიში, მაგრამ რა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი? თუ ტურიზმი გვინდა, კი ბატონო, ასე პროსტიტუციაც შეიძლება, დააკანონოს და აყვავდება ტურიზმი. ასევე, ნარკომანია შეიძლება, დააკანონოს და კიდევ უფრო აყვავდება ტურიზმი. ასეთი ტურიზმი გვინდა? ასეთი ეკონომიკა? ჩვენი შვილების, ახალგაზრდების და ოჯახების დაღუპვის ხარჯზე გამდიდრება გვინდა? ეს არის სწორედ „ოცნების“ მიზანი. როდესაც „ოცნებამ“ გადაწყვიტა პარტიების აკრძალვა, მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ ყოველგვარი ოპონირების, წინააღმდეგობის გარეშე ქვეყნისთვის ასეთი დამღუპველი კანონები მიიღოს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს საპატრიარქოს მოვუწოდო, დაგვეხმარონ, ამ საკითხში ჩაერთონ. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლებით სარგებლობს და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, აზარტული თამაშების ამ დონეზე განვითარება საქართველოში. პარლამენტში კანონპროექტი ორშაბათს შემოვიდა, სამშაბათს უკვე განიხილეს და დღეს, პარლამენტმა მეორე მოსმენით უნდა მიიღოს. რა ისეთი გადაუდებელი ამოცანაა აზარტული თამაშების დაკანონება, რომ ასეთი დაჩქარებული წესით სურთ კანონის მიღება? რა თქმა უნდა, ეს, სულ მცირე, ეჭვებს აჩენს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი შარაშიძე - „ოცნებას“ აქვს საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობა - საპატრიარქოს ვთხოვთ, ჩაერთოს და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით, დაგვეხმაროს, რომ „ოცნებას“ ამ მავნებლური კანონის მიღება შევაჩერებინოთ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიდი ბოდიში, მაგრამ რა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი? თუ ტურიზმი გვინდა, კი ბატონო, ასე პროსტიტუციაც შეიძლება, დააკანონოს და აყვავდება ტურიზმი. ასევე, ნარკომანია შეიძლება, დააკანონოს და კიდევ უფრო აყვავდება ტურიზმი. ასეთი ტურიზმი გვინდა? ასეთი ეკონომიკა? ჩვენი შვილების, ახალგაზრდების და ოჯახების დაღუპვის ხარჯზე გამდიდრება გვინდა? ეს არის სწორედ „ოცნების“ მიზანი. როდესაც „ოცნებამ“ გადაწყვიტა პარტიების აკრძალვა, მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ ყოველგვარი ოპონირების, წინააღმდეგობის გარეშე ქვეყნისთვის ასეთი დამღუპველი კანონები მიიღოს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს საპატრიარქოს მოვუწოდო, დაგვეხმარონ, ამ საკითხში ჩაერთონ. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლებით სარგებლობს და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, აზარტული თამაშების ამ დონეზე განვითარება საქართველოში. პარლამენტში კანონპროექტი ორშაბათს შემოვიდა, სამშაბათს უკვე განიხილეს და დღეს, პარლამენტმა მეორე მოსმენით უნდა მიიღოს. რა ისეთი გადაუდებელი ამოცანაა აზარტული თამაშების დაკანონება, რომ ასეთი დაჩქარებული წესით სურთ კანონის მიღება? რა თქმა უნდა, ეს, სულ მცირე, ეჭვებს აჩენს“
გიორგი შარაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საპატრიარქო განზე ვერ დარჩება - ჯაღმაიძე სამორინეებში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ დაშვების...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები