ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ მხრიდან უტიფარი განცხადებებია, თითქოს მანდატებს გვიტოვებენ, მანდატი პარტიას ეკუთვნის, პარტიის აკრძალვა მანდატების აკრძალვას ნიშნავს

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ოცნების“ მხრიდან პარტიის აკრძალვა 12 დეპუტატის მანდატის გაუქმებას და პარლამენტში ერთპარტიულობის დაბრუნებას ნიშნავს. მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში მათი პარტიის დამატება ხელოვნური იყო.

გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ მხრიდან უტიფარი განცხადებებია, თითქოს მანდატებს გვიტოვებენ, მანდატი პარტიას ეკუთვნის, პარტიის აკრძალვა მანდატების აკრძალვას ნიშნავს
გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ მხრიდან უტიფარი განცხადებებია, თითქოს მანდატებს გვიტოვებენ, მანდატი პარტიას ეკუთვნის, პარტიის აკრძალვა მანდატების აკრძალვას ნიშნავსპირველი არხი

მანდატების გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია პარტიის გაუქმებასთან, „ოცნება“ თავად აუქმებს ჩვენს მანდატებს და ამით პარლამენტში აბრუნებს იმ ერთპარტიულობას, რაც ერთი წლის განმავლობაში იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრის მიზანი პარლამენტში ოპოზიციის მანდატების გაუქმებაა.

„ასეთია „ოცნება“, ქოთანს ყურს საიდანაც უნდა, იქიდან მიაბამს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და არა, სამართლებრივი. სავარაუდოდ, სასამართლოში ხვალ ჩვენი გამოსვლის დრო იქნება. საზოგადოება დარწმუნდება, რომ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის დამატება ხელოვნური იყო და ეს ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – პარლამენტში 12 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატი გაუქმებული იყოს.

მინდა, მკაფიოდ ავხსნა, რას ცდილობს, „ოცნება“. უტიფარი განცხადებებია, რომ თითქოს მანდატებს გვიტოვებენ. დიდი ბოდიში, რა მანდატებს გვიტოვებენ? – ეს 12 მანდატი პარტიას ეკუთვნის. ეს არ ყოფილა მაჟორიტარული არჩევნები, 200 ათასამდე მოქალაქეს კონკრეტული ინდივიდებისთვის ხმა არ მიუცია, მოქალაქეებმა ხმა მისცეს პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“. რა თქმა უნდა, პარტიის აკრძალვა მანდატების აკრძალვას ნიშნავს. ახლა „ოცნებას“ სურს, რომ რაღაც სახე შეინარჩუნოს და ხალხს უთხრას, თითქოს პარტიას კი ვკრძალავთ, მაგრამ თუ პარლამენტში მუშაობა უნდათ, აგერ, ბატონო, მათი მანდატებიო. დიდი ბოდიში, ასე არ არის. „ოცნება“ პარტიის აკრძალვით მანდატებსაც კრძალავს.

ერთი მაგალითია ამის ასახსნელად. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩვენი 12 დეპუტატიდან რომელიმეს რომ დასჭირდეს გასვლა, თუ სიები ჩახსნილი იქნება, ვინ ჩაანაცვლებს მას? – ეს მაგალითი პირდაპირ აჩვენებს „ოცნებისა“ და პაპუაშვილის ამ არგუმენტის აბსურდულობას. ეს ასე ვერ და არ მოხდება. მანდატების გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია პარტიის გაუქმებასთან. „ოცნება“ თავად აუქმებს ჩვენს მანდატებს და ამით პარლამენტში აბრუნებს იმ ერთპარტიულობას, რაც ერთი წლის განმავლობაში იყო. ეს უნდა, რომ ქვეყნისთვის დამღუპველი კანონები ისე გაიტანოს, ხალხმა ამის შესახებ საერთოდ ვერაფერი გაიგოს. ამის დასტურია, აზარტულ თამაშებზე მომზადებული ცვლილებები, რომელსაც ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს“, – განაცხადა შარაშიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასეთია „ოცნება“, ქოთანს ყურს საიდანაც უნდა, იქიდან მიაბამს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და არა, სამართლებრივი. სავარაუდოდ, სასამართლოში ხვალ ჩვენი გამოსვლის დრო იქნება. საზოგადოება დარწმუნდება, რომ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის დამატება ხელოვნური იყო და ეს ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – პარლამენტში 12 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატი გაუქმებული იყოს. მინდა, მკაფიოდ ავხსნა, რას ცდილობს, „ოცნება“. უტიფარი განცხადებებია, რომ თითქოს მანდატებს გვიტოვებენ. დიდი ბოდიში, რა მანდატებს გვიტოვებენ? – ეს 12 მანდატი პარტიას ეკუთვნის. ეს არ ყოფილა მაჟორიტარული არჩევნები, 200 ათასამდე მოქალაქეს კონკრეტული ინდივიდებისთვის ხმა არ მიუცია, მოქალაქეებმა ხმა მისცეს პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“. რა თქმა უნდა, პარტიის აკრძალვა მანდატების აკრძალვას ნიშნავს. ახლა „ოცნებას“ სურს, რომ რაღაც სახე შეინარჩუნოს და ხალხს უთხრას, თითქოს პარტიას კი ვკრძალავთ, მაგრამ თუ პარლამენტში მუშაობა უნდათ, აგერ, ბატონო, მათი მანდატებიო. დიდი ბოდიში, ასე არ არის. „ოცნება“ პარტიის აკრძალვით მანდატებსაც კრძალავს. ერთი მაგალითია ამის ასახსნელად. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩვენი 12 დეპუტატიდან რომელიმეს რომ დასჭირდეს გასვლა, თუ სიები ჩახსნილი იქნება, ვინ ჩაანაცვლებს მას? – ეს მაგალითი პირდაპირ აჩვენებს „ოცნებისა“ და პაპუაშვილის ამ არგუმენტის აბსურდულობას. ეს ასე ვერ და არ მოხდება. მანდატების გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია პარტიის გაუქმებასთან. „ოცნება“ თავად აუქმებს ჩვენს მანდატებს და ამით პარლამენტში აბრუნებს იმ ერთპარტიულობას, რაც ერთი წლის განმავლობაში იყო. ეს უნდა, რომ ქვეყნისთვის დამღუპველი კანონები ისე გაიტანოს, ხალხმა ამის შესახებ საერთოდ ვერაფერი გაიგოს. ამის დასტურია, აზარტულ თამაშებზე მომზადებული ცვლილებები, რომელსაც ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს“
გიორგი შარაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიგა ფარულავა – ჩვენი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრა ხელოვნურია, საზოგადოებად თავად ხვდება, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ვართწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები