ეკა გიგაური წუხილს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ დასუსტდნენ, როდესაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს
ეკა გიგაურის განცხადებას, რომ ჯგუფების გარიყვის შემდეგ დასუსტდნენ, თამარ ჩერგოლეიშვილი კრიტიკით გამოეხმაურა და ის მისი მეუღლის პარტიის შანტაჟში დაადანაშაულა.

ოპოზიციისა და „ენჯეოების“ საერთო სცენარი, შეთანხმებული მოქმედება და ეკა გიგაურის აღიარება. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორი წუხილს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ დასუსტდნენ, როდესაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს. გიგაური ადასტურებს, რომ ყველაზე ძლიერი მაშინ იყვნენ, როცა ყველა ერთად იდგნენ და საქმეს ინაწილებდნენ.
პარტნიორებს ურჩევს, რომ ერთმანეთის დამუნათება და წარუმატებლობის გადაბრალება, ყველაზე ცუდი აზრია.
გიგაურის „ფეისბუკ“ პოსტს დაპირისპირება სოციალურ ქსელშივე მოჰყვა. მას თამარ ჩერგოლეიშვილი კრიტიკით გამოეხმაურა და მის შანტაჟში ამხილა. „ფედერალისტების“ ლიდერი ჰყვება, როგორ აშანტაჟებდა გიგაური მისი ქმრის პარტიას, რომ გაერიყათ ჩერგოლეიშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაო პროცესის ჩაშლით იმუქრებოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია"ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით, საქმეს ვინაწილებდით და ბრძოლიდან არავის ვრიყავდით" - ეკა გიგაური
"ეს ქალი ზვიად დევდარიანის პირით მაშანტაჟებდა, არ გამაკრიტიკო, თორემ გაგრიყავთო. მერე ჩემი ქმრის პარტიას აშანტაჟებდა, გარიყეთ თანაპარტიელის ცოლი, თორემ სამუშაო პროცესს ჩავშლითო" - თამარ ჩერგოლეიშვილი ეკა გიგაურის შესახებ
გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება - პოლიტიკური წარუმატებლობის მიღმა, ენჯეოსა და ოპოზიციის ლიდერები ერთიანობის დარღვევას ხედავენ და ერთმანეთს ბრალდებებს ღიად უყენებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…