"ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით, საქმეს ვინაწილებდით და ბრძოლიდან არავის ვრიყავდით" - ეკა გიგაური
ეკა გიგაურის განცხადებით, ოპოზიცია მას შემდეგ დასუსტდა და დაიშალა, რაც კონკრეტული ჯგუფებისა და ადამიანების გარიყვა დაიწყო. მის პოსტს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
"ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით, საქმეს ვინაწილებდით და ბრძოლიდან არავის ვრიყავდით" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, ეკა გიგაურმა დაწერა.
ეკა გიგაურმა facebook პოსტში წუხილი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მას შემდეგ დასუსტდა, რაც მათ კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს.
გიგაურის პოსტს დაპირისპირება სოციალურ ქსელშივე მოყვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა.
"ერთი რომელიმე ჯგუფის დამსახურება არ არის არც ის, რაც განსაკუთრებულად კარგად გამოდიოდა და ასეთი ბევრი რამ იყო და არც ის არის მხოლოდ ერთი ჯგუფის ბრალი, რაც არ გამოვიდა.
ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით, საქმეს ვინაწილებდით და ბრძოლიდან არავის ვრიყავდით. როგორც კი ადამიანების ან კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დავიწყეთ, მაშინ დავიშალეთ და დავსუსტდით", - წერს ეკა გიგაური.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაეკა გიგაური წუხილს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ დასუსტდნენ, როდესაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს
"ეს ქალი ზვიად დევდარიანის პირით მაშანტაჟებდა, არ გამაკრიტიკო, თორემ გაგრიყავთო. მერე ჩემი ქმრის პარტიას აშანტაჟებდა, გარიყეთ თანაპარტიელის ცოლი, თორემ სამუშაო პროცესს ჩავშლითო" - თამარ ჩერგოლეიშვილი ეკა გიგაურის შესახებ
გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება - პოლიტიკური წარუმატებლობის მიღმა, ენჯეოსა და ოპოზიციის ლიდერები ერთიანობის დარღვევას ხედავენ და ერთმანეთს ბრალდებებს ღიად უყენებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…