,, ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით” – ეკა გიგაური
ეკა გიგაური აცხადებს, რომ წარმატების მისაღწევად ერთმანეთის დამუნათება უნდა შეწყდეს და ყველაზე ძლიერები მაშინ იყვნენ, როცა ერთად იდგნენ და საქმეს ინაწილებდნენ.

საერთაშოროსი გამჭვირვალობის დამფუძნებელი, ეკა გიგაური:
,,ერთმანეთის დამუნათებას თუ ოდესმე მოვრჩებით, მაშინ გავიმარჯვებთ. ჩემი აზრით, ყველამ წინ უნდა ვიყუროთ. ერთი რომელიმე ჯგუფის დამსახურება არ არის არც ის, რაც განსაკუთრებულად კარგად გამოდიოდა და ასეთი ბევრი რამ იყო და არც ის არის მხოლოდ ერთი ჯგუფის ბრალი, რაც არ გამოვიდა.
სხვისი გამოცდილების შესწავლა მნიშვნელოვანია, კი ბატონო, მაგრამ როცა ჩვენ სხვებზე უკეთ გამოგვდიოდა, მაშინ ჩვენს გამოცდილებას სწავლობდნენ.
კიდევ ერთხელ ვიტყვი: ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით, საქმეს ვინაწილებდით და ბრძოლიდან არავის ვრიყავდით. როგორც კი ადამიანების ან კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დავიწყეთ, მაშინ დავიშალეთ და დავსუსტდით.
ახლა ერთმანეთისთვის წარუმატებლობის გადაბრალება ყველაზე ცუდი აზრია. წინ ვიყუროთ და ერთმანეთი დავაფასოთ, რადგან თითოეულ ადამიანს და ჯგუფს, ვინც ოდესმე გულწრფელად ყოფილა ამ ბრძოლაში, თავისი უნიკალური როლი ჰქონდა. ამისთვის ყველას დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ! მაინც გავიმარჯვებთ მეგობრებო! მე ამის მჯერა!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…