ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ეს ქალი ზვიად დევდარიანის პირით მაშანტაჟებდა, არ გამაკრიტიკო, თორემ გაგრიყავთო. მერე ჩემი ქმრის პარტიას აშანტაჟებდა, გარიყეთ თანაპარტიელის ცოლი, თორემ სამუშაო პროცესს ჩავშლითო" - თამარ ჩერგოლეიშვილი ეკა გიგაურის შესახებ

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოფედერალისტები

თამარ ჩერგოლეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორ ეკა გიგაურს შანტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იგი მისი გაკრიტიკების შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაო პროცესის ჩაშლით იმუქრებოდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის, ეკა გიგაურის წერილს, სადაც მან წუხილი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მას შემდეგ დასუსტდა, რაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს, სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოჰყვა.

ეკა გიგაური თამარ ჩერგოლეიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა. "ფედერალისტების" ლიდერის განცხადებით, სწორედ გიგაური აშანტაჟებდა ბოკერიას პარტიას და სამუშაო პროცესის ჩაშლით იმუქრებოდა.

"ეს ქალი ზვიად დევდარიანის პირით მაშანტაჟებდა არ გამაკრიტიკო, თორემ გაგრიყავთო და მერე ჩემი ქმრის პარტიას აშანტაჟებდა - გარიყეთ თანაპარტიელის ცოლი, თორემ სამუშაო პროცესს ჩავშლითო. თავისი სიმართლით რომ დადის, იმიტომ დადის ლამაზად", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოეკა გიგაური წუხილს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ დასუსტდნენ, როდესაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით, საქმეს ვინაწილებდით და ბრძოლიდან არავის ვრიყავდით" - ეკა გიგაური
  3. რუსთავი 2სამთავრობოგიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება - პოლიტიკური წარუმატებლობის მიღმა, ენჯეოსა და ოპოზიციის ლიდერები ერთიანობის დარღვევას ხედავენ და ერთმანეთს ბრალდებებს ღიად უყენებენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ძალიან ბუნებრივად იკითხება ის, რაც ისედაც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, საზოგადოება ხედავდა ერთიან ძალისხმევას, ერთიან პოლიტიკურ სხეულს - ლევან მახაშვილი გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები