ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება - პოლიტიკური წარუმატებლობის მიღმა, ენჯეოსა და ოპოზიციის ლიდერები ერთიანობის დარღვევას ხედავენ და ერთმანეთს ბრალდებებს ღიად უყენებენ

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოფედერალისტებიქართული ოცნება

ეკა გიგაურსა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოხდა: გიგაურმა „ფედერალისტების“ ლიდერი ერთიანობის დაშლაში დაადანაშაულა, ჩერგოლეიშვილმა კი გიგაურის მხრიდან პროტესტის ერთპიროვნული მართვის სურვილზე გააკეთა აქცენტი.

პოლიტიკური წარუმატებლობის მიღმა, ენჯეოსა და ოპოზიციის ლიდერები ერთიანობის დარღვევას ხედავენ და ერთმანეთს ბრალდებებს ღიად უყენებენ. ამჯერად, დაპირისპირება სოციალურ ქსელში ეკა გიგაურსა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის მოხდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელმა "ფედერალისტების" ლიდერი ერთიანობის დაშლაში დაადანაშაულა, ჩერგოლეიშვილმა კი გიგაურის მხრიდან პროტესტის ერთპიროვნული მართვის სურვილზე გააკეთა აქცენტი.

განსხვავებული როლებით საერთო მიზნის მისაღწევად - ასე აფასებენ მმართველ გუნდში დაპირისპირებას, რომელიც რეალურად ენჯეოებსა და ოპოზიციას შორის სიმბოლურ ზღვარსაც კი შლის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, საგარეო ლობისტების დავალებით, ოპოზიცია და არასამთავრობოები საერთო დესტრუქციულ მიზანს ემსახურებოდნენ - კონსტიტუციური წესრიგის მოშლის მცდელობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა.

სამოქალაქო სექტორი რომ ოპოზიციური ძალებისგან სიმულაციურად იყო გამიჯნული, ამას დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არ მალავდნენ. ერთიანი ორგანიზმი, რომელსაც საერთო ამოცანა ამოძრავებდა - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების მიერ დანახული არასამთავრობოებისა და პარტიების კორელაცია საპროტესტო მოვლენების დროს.

ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის რომ ზღვარი ყოველთვის წაშლილი იყო, ეს საპარლამენტო უმრავლესობისთვის ახალი ამბავი არ არის. კანონმდებლების განმარტებით, საქართველოს განვითარების ვექტორის მიზანმიმართული შეფერხების მცდელობა, რევოლუციებისა და გადატრიალებების სცენარები მუდმივად კომბინირებული მუშაობის შედეგად იგეგმებოდა, რაც საზოგადოების თვალში მათი ელექტორალური განულების მიზეზად იქცა.

ბოლო 6 წლის განმავლობაში, ოპოზიცია და ენჯეოები საპროტესტო სცენაზე ერთად არაერთხელ გამოჩნდნენ. გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებამ ხელისუფლების ნარატივი, მათ ერთიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაამყარა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოეკა გიგაური წუხილს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ დასუსტდნენ, როდესაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით, საქმეს ვინაწილებდით და ბრძოლიდან არავის ვრიყავდით" - ეკა გიგაური
  3. რუსთავი 2სამთავრობო"ეს ქალი ზვიად დევდარიანის პირით მაშანტაჟებდა, არ გამაკრიტიკო, თორემ გაგრიყავთო. მერე ჩემი ქმრის პარტიას აშანტაჟებდა, გარიყეთ თანაპარტიელის ცოლი, თორემ სამუშაო პროცესს ჩავშლითო" - თამარ ჩერგოლეიშვილი ეკა გიგაურის შესახებ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ძალიან ბუნებრივად იკითხება ის, რაც ისედაც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, საზოგადოება ხედავდა ერთიან ძალისხმევას, ერთიან პოლიტიკურ სხეულს - ლევან მახაშვილი გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები