ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი უკრაინასთან თანამშრომლობაში განვახორციელეთ

ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან საათ-ნახევრიანი სატელეფონო საუბარი უკრაინასთან თანამშრომლობით განხორციელდა, რის შესახებაც წინასწარ ინფორმირებული იყვნენ მოკავშირეები.

ფინეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი უკრაინასთან თანამშრომლობაში განვახორციელეთ
ფინეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი უკრაინასთან თანამშრომლობაში განვახორციელეთინტერპრესნიუსი

ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი უკრაინასთან თანამშრომლობაში განვახორციელეთ, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

„ზარი დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა და ის ოსლოში შეხვედრას მოჰყვა, რომელიც 20 ოქტომბერს გვქონდა. ზარი უკრაინასთან თანამშრომლობაში განხორციელდა“, - განაცხადა სტუბმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკვანძო მოკავშირეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული საუბრის შესახებ.

„ზარამდე საკვანძო მოკავშირეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის ჩრდილოეთის საბჭოს ყველა ქვეყანას, და ასევე, შემდგომში, ინფორმაცია მივაწოდეთ საუბრის შინაარსზე“, - განაცხადა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის ასევე მიაწოდეს დაახლოებით 30-წუთიანი ანგარიში მის მსვლელობაზე.

„განვიხილეთ საკვანძო საკითხები და მესიჯები, რომლებიც ზარამდე წინა საღამოს განვიხილეთ… პრეზიდენტ პუტინთან საუბარი პროფესიონალური და პირდაპირი იყო…

[ნორვეგიის] პრემიერ-მინისტრმა სტორემ და მე ჩავთვალეთ რომ მნიშვნელოვანია [რუსეთის] მოსაზღვრე ქვეყნებმა, როგორებიცაა ფინეთი და ნორვეგია, გაარკვიონ საკითხები, რომლებმაც გაუგებრობა შეიძლება გამოიწვიოს და ასევე გადაგვეცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის პირდაპირი მესიჯები ჩრდილოეთის პერსპექტივიდან, ფინური და ნორვეგიული პერსპექტივიდან“, - განაცხადა სტუბმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზარი დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა და ის ოსლოში შეხვედრას მოჰყვა, რომელიც 20 ოქტომბერს გვქონდა. ზარი უკრაინასთან თანამშრომლობაში განხორციელდა“
„ზარამდე საკვანძო მოკავშირეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის ჩრდილოეთის საბჭოს ყველა ქვეყანას, და ასევე, შემდგომში, ინფორმაცია მივაწოდეთ საუბრის შინაარსზე“
„განვიხილეთ საკვანძო საკითხები და მესიჯები, რომლებიც ზარამდე წინა საღამოს განვიხილეთ… პრეზიდენტ პუტინთან საუბარი პროფესიონალური და პირდაპირი იყო… [ნორვეგიის] პრემიერ-მინისტრმა სტორემ და მე ჩავთვალეთ რომ მნიშვნელოვანია [რუსეთის] მოსაზღვრე ქვეყნებმა, როგორებიცაა ფინეთი და ნორვეგია, გაარკვიონ საკითხები, რომლებმაც გაუგებრობა შეიძლება გამოიწვიოს და ასევე გადაგვეცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის პირდაპირი მესიჯები ჩრდილოეთის პერსპექტივიდან, ფინური და ნორვეგიული პერსპექტივიდან“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფინეთის პრეზიდენტი პუტინთან საუბრის შემდეგ: ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები