"ადამიანები, რომლებიც მიმართავენ დაზოგვის პოლიტიკას, მათთვის ტარიფი იქნება უფრო შეღავათიანი" - შოთა ბერეკაშვილი ბუნებრივ აირსა და წყალზე განსხვავებული ტარიფების დადგენაზე
პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც სემეკს წყალსა და ბუნებრივ აირზე განსხვავებული ტარიფების დადგენის უფლება ენიჭება. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ტარიფი მოხმარების მიხედვით განისაზღვრება და ვინც რესურსს დაზოგავს, ნაკლებს გადაიხდის.
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა პროექტი, რომლითაც სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.
შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, ბუნებრივ აირზე სატარიფო პოლიტიკა ელექტროენერგიის მსგავსი იქნება.
მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის პრინციპია - ვინც ნაკლებს მოიხმარს, ნაკლები გადაიხადოს, ხოლო ვინც მეტს - მეტი.
მისივე განცხადებით, სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამები აქვს და ეს პროგრამები ძალაში რჩება.
"იმის ნაცვლად, რომ ყველასთვის იყოს ერთიანი ტარიფი, აქცენტები გაკეთდეს დიფერენცირებულ ტარიფზე - ესაა ჩვენი რეკომენდაცია. საუბარია, ფიზიკურ და ინდივიდუალურ მოხმარებაზე - ადამიანები, რომლებიც მიმართავენ დაზოგვის პოლიტიკას, მათთვის ტარიფი იქნება უფრო შეღავათიანი. ერთიანი ტარიფის ნაცვლად, ის განისაზღვრება მოხმარების მიხედვით. მიგვაჩნია, რომ ამაში არსებობს სოციალური თანასწორობა და სოციალური სოლიდარობა", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…