ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები კვლავ ერთ უწყებად გაერთიანდებიან

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები კვლავ ერთ უწყებად გაერთიანდებიან. კანონპროექტი პარლამენტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარუდგინა. პაკეტის თანახმად, ასევე უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები კვლავ ერთ უწყებად გაერთიანდებიან
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები კვლავ ერთ უწყებად გაერთიანდებიანინტერპრესნიუსი

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით (1 წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები კვლავ ერთ სამინისტროდ გაერთიანდებიან. გარდა ამისა, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარუდგინა.

ბაჩიაშვილის თქმით, ორივე სამინისტროს მხრიდან - როგორც რეგიონული, ისე ინფრასტრუქტურული პოლიტიკის მიმართულებით, დაინერგა და ხორციელდება კონტროლსა და ხარისხზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურული და რეგიონული პროექტების მართვის სისტემა.

“ამ გამოცდილების ერთ სამინისტროში თავმოყრა როგორც რეგიონული განვითარების, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებას უკეთეს შესაძლებლობას სძენს“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ გამოცდილების ერთ სამინისტროში თავმოყრა როგორც რეგიონული განვითარების, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებას უკეთეს შესაძლებლობას სძენს“
ვახტანგ ბაჩიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.