ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ნაცმოძრაობის“ დნმ აღმშენებლობაა და არა სისტემური დანაშაულები - წითლიძე

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ მმართველი პარტიის სარჩელს „პოლიტიკური მანიპულაცია“ უწოდა და ხელისუფლება ოპონენტების გაქრობის მცდელობაში დაადანაშაულა.

„ნაცმოძრაობის“ დნმ აღმშენებლობაა და არა სისტემური დანაშაულები - წითლიძე
„ნაცმოძრაობის“ დნმ აღმშენებლობაა და არა სისტემური დანაშაულები - წითლიძერადიო თავისუფლება

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს აქ, ამ დარბაზში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში არ წყდება მხოლოდ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხი. აქ წყდება ბევრად უფრო დიდი საკითხი - სად გადის ზღვარი სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფოს უფლებამოსილებას შორის, გამოიყენოს მთელი ეს პროცესი სამართლისა და პოლიტიკური ისტორიის გადასაწერად და პოლიტიკური ოპონენტების გასაქრობად“
„მოდი, მაინც გავყვეთ მოსარჩელის ლოგიკას და მთავარ ბრალდებას, რომ დუმილი არის დანაშაული. და ვკითხოთ მოსარჩელე მხარეს, როდის გაემიჯნა გახარიას გავრილოვის ღამეს? უფრო მეტიც, არათუ არ გამიჯნიან, პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს“
„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ შექმნეს გაერთიანება და ხელისუფლებაში მოსვლა მოითხოვეს, ეს დემოკრატიული ცვლილებაა, ხოლო როდესაც დღეს ოპოზიციური პარტიები ქმნიან კოალიციურ ერთობას და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ პროტესტს აფიქსირებენ, ეს თურმე ანტიკონსტიტუციური საბოტაჟი ყოფილა“
„როდესაც აქ ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს...“
„რას ნიშნავს ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს? დაფიქრდით საკუთარ განცხადებებზე. ძალიან მძიმე ბრალდებაა. როგორ შეიძლება ასე ილაპარაკოთ სასამართლოს ტრიბუნიდან?“
„თუ პოლიტიკურ პარტიას ბევრი ამომრჩეველი ჰყავს, პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენა აქვს და რეიტინგი გააჩნია, მაშინ მოსარჩელის აზრით, ის საფრთხეა და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აკრძალოს. ხოლო თუ პარტიას ჰყავს ნაკლები მხარდამჭერი, მაშინ შეგვიძლია ვაპატიოთ, არ ავკრძალოთ და მოგვიანებით, თუ გაეზრდებათ რეიტინგი, შემდეგ ავკრძალოთ“
„2003 წლის ვარდების რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება კი არა, ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება იყო“
„რომ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დღეს საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი დასრულდებოდა ჩაქვთან. რომ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პატივცემულო მოსამართლეებო, დღეს აქ, ამ დიდებულ შენობაშიც ვერ ვიქნებოდით და ვერ იქნებოდით თქვენ“
„დღეს კოდორის სპეცოპერაციის არცერთი მონაწილე არ არის ცოცხალი. და რა იყო ეს საქმე და სად არის სიმართლე? თავისუფალი საგამოძიებო ორგანოების პირობებში აუცილებლად გამოიძიებს ქართული სახელმწიფო“
„როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, ამიკრძალოთ მისი ნამოქმედარის გამო მე პოლიტიკური საქმიანობა და პარტია აკრძალოთ და იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დასაყრდენი და შემსრულებელი ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს“
„ოქროს ზოდები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ვერ აღმოუჩინეს და ვერც აღმოუჩენენ, მაგრამ მათი ორგზის პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლში აღმოაჩინეს“
„მშვიდობიანი პროტესტი არ არის ტერორიზმი“
„მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი. ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც. ჩვენ გვყავდა ილიაც და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები