ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას განაცხადა, რომ პარტიის დნმ აღმშენებლობის 9 წელია და არა სისტემური დანაშაულები, მოსამართლეებს კი არჩევანის გაკეთება თავად დაუტოვა.

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი
ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელიპირველი არხი

მე არ გთხოვთ, ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი, ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ილიაც და ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეებს.

წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა.

„წარმოგიდგენთ დოკუმენტს მტკიცებულების სახით. ეს არის 500-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც ნათლად ჩანს, რა არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ფაქტობრივ მტკიცებულებად შემოგვასაღა მოსარჩელე მხარემ. ასევე, წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წელი და რეალური სისტემური დანაშაულებები. არ გთხოვთ თქვენ არაფერს. მე ასე ჩავთვალე და შეიძლება ვცდები – ევა გოცირიძის გუშინდელმა წამოცდენამ გამიჩინა განცდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი და მოსარჩელე მხარესაც ეს უნდა, იქნება სისტემურ დანაშაულებებზე აპელირება. „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი. ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, გვყავდა ილიაც და ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წარმოგიდგენთ დოკუმენტს მტკიცებულების სახით. ეს არის 500-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც ნათლად ჩანს, რა არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ფაქტობრივ მტკიცებულებად შემოგვასაღა მოსარჩელე მხარემ. ასევე, წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წელი და რეალური სისტემური დანაშაულებები. არ გთხოვთ თქვენ არაფერს. მე ასე ჩავთვალე და შეიძლება ვცდები – ევა გოცირიძის გუშინდელმა წამოცდენამ გამიჩინა განცდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი და მოსარჩელე მხარესაც ეს უნდა, იქნება სისტემურ დანაშაულებებზე აპელირება. „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი. ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, გვყავდა ილიაც და ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია“
ანა წითლიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ დარბეულ მედიებზე: „რაღაცა ტელევიზიები“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები