პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგეს

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგეს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგეს
ინტერპრესნიუსი

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგეს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ნორვეგია და ფინეთი ამ საუბარში მონაწილეობდნენ და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთი მსგავსი საუბარი შედგეს“, - განაცხადა იონას გარ სტორემ.

ასევე, სტორემ კოპენჰაგენში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნორდიკული ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერი რჩება.

„ჩვენ უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერები ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ვხვდებით, რათა განვიხილოთ როგორც მიმდინარე მოლაპარაკებები, ისე მხარდაჭერის სტრუქტურა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინა რთული ზამთრის წინაშე დგას“, - აღნიშნა სტორემ.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი სტუბისა და იონას გარ სტორეს მიერ იყო ინიცირებული და იგი უკრაინასთან კონსულტაციით შედგა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: კრემლში ზარი - როგორ გამოააშკარავა პუტინთან საუბარმა ევროპის ღრმა განხეთქილება უკრაინის საკითხზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები