თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა - დაკავებულია 1 პირი
თეთრიწყაროში ქსელური მარკეტიდან 470 კოლოფი სიგარეტის ქურდობისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, იტყობინება შსს. ჩხრეკისას ამოღებულია ნაქურდალი სიგარეტები და მარიხუანა; დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა.
"პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სიგარეტები და ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სიგარეტები და ნარკოტიკული საშუალება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…