ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაკავებულია პირი, რომელმაც მარკეტიდან 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თეთრიწყაროში მარკეტიდან 470 კოლოფი სიგარეტის ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ჩადენილი ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულია პირი, რომელმაც მარკეტიდან 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა
დაკავებულია პირი, რომელმაც მარკეტიდან 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარაალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახე ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სიგარეტები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობო"მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა" - პოლიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
  2. ფორმულაოპოზიციურითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა - დაკავებულია 1 პირი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია 1 პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები