პოლიციამ თბილისში ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
თბილისში, საბურთალოს რაიონში მარკეტიდან 1 700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს მოპარვისა და სხვა მარკეტში ქურდობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, იტყობინება შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 1 700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს, სხვა მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19-177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…