პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ სათბურის მშენებლობისთვის დაფინანსება მოიპოვა

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ სლოვაკეთის საელჩოს კონკურსში გაიმარჯვა, რის შედეგადაც სკოლის ტერიტორიაზე 50 კვ.მ ფართობის სათბური მოეწყობა. შესაბამის ხელშეკრულებას სკოლის დირექტორმა ნათია თევდორაძემ და სლოვაკეთის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ მოაწერეს ხელი.

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ სათბურის მშენებლობისთვის დაფინანსება მოიპოვა
რუსთავი 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ, სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის (SLOVAK AID) ფარგლებში, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტი სკოლისათვის სათბურის მშენებლობას ითვალისწინებს.

დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას ხელი სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოში აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია თევდორაძემ და საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ მოაწერეს. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდა.

"მადლობას ვუხდით სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერისთვის და ამ ძალიან საინტერესო პროექტის დაფინანსებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ჩვენი სკოლის განვითარებასა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს, მისცემს მათ შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და ახალი უნარები გამოიმუშაონ", - განაცხადა გიორგი ძაძამიამ.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 50 კვ.მ ფართობის, სრულად აღჭურვილი სათბური, სადაც მოსწავლეები შეძლებენ პრაქტიკული სასწავლო მეცადინეობების ჩატარებასა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებას. სათბური პრაქტიკულ სასწავლო პროცესში 110-მდე მოსწავლისა და 15 მასწავლებლის ჩართულობას უზრუნველყოფს. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-პატრონობა და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა შეისწავლონ.

აფხაზეთის საჯარო სკოლებისათვის სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოსგან მიღებული დაფინანსება პირველი არ არის. 2021 წელს სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსში თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პროექტმა გაიმარჯვა, რომლის ფარგლებშიც, სკოლის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი მოეწყო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები