პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

იმერეთში სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება

იმერეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება, რაც ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს.

იმერეთში სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება
რუსთავი 2

იმერეთში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტების ჯამური ღირებულება 24 მილიონ ლარს აღემატება. პროექტები სარწყავი და დამშრობი ინფრასტრუქტურის განახლებასა და ფერმერებისთვის სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ემსახურება.

მიმდინარე პროექტების ღირებულება 4 მილიონი ლარია, დაგეგმილის კი - 19,7 მილიონი ლარი. გარდა ამისა, უკვე დასრულდა ორი პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 474 080 ლარს შეადგენს. სამტრედიის მუნიციპალიტეტში გაიწმინდა კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიიდან გამომავალი არხები და კოლექტორი, ასევე მოეწყო მილხიდი.

ამჟამად რეგიონში ხუთი პროექტი მიმდინარეობს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია უტარდება დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობასა და მაგისტრალური არხის საწყის მონაკვეთს, ასევე ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობას. ზესტაფონში აჯამეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია ხორციელდება, საჩხერეში კი - ხოდაბუნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გამანაწილებლის მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამ პროექტების დასრულების შემდეგ 5 115 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვა უფრო ეფექტიანად იქნება შესაძლებელი.

რეგიონში დამატებით შვიდი პროექტი განხორციელდება, რაც 3 015 ჰექტარზე გააუმჯობესებს წყალუზრუნველყოფას. დაგეგმილი პროექტები თერჯოლის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში სარწყავი და დამშრობი ინფრასტრუქტურის სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას ითვალისწინებს. კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში იგეგმება ეწერის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია; სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გამანაწილებლები განახლდება; ღანირისა და ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული მილხიდები ახლით ჩანაცვლდება და საავტომობილო ხიდი მოეწყობა; სოფელ საჯავახოში გაიწმინდება გომის დამშრობი სისტემის მაგისტრალური და შემკრები კოლექტორები; სოფელ ბაშში მოწესრიგდება სამელიორაციო არხები და მათზე განთავსებული ინფრასტრუქტურა, ხოლო გომის ადმინისტრაციულ ერთეულში ყუმურის დამშრობი სისტემის შემკრები კოლექტორები გაიწმინდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფარცხანაყანებსა და ქვიტირში კი, მაშველის მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების მონაკვეთების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

კაპიტალური პროექტების პარალელურად, იმერეთის რეგიონში გაიწმინდა ჯამში 166 კილომეტრი სიგრძის არხი, ხოლო 133 ჰიდროტექნიკური ერთეული შეკეთდა ან ახლით შეიცვალა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
2026 წელს შიდა ქართლის რეგიონში წყალუზრუნველყოფა 11 591 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები