პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სარჩელის მიზანია, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, პოლიტიკოსები არ გამოიყენებდნენ პარტიისთვის საჭირო ბრძოლის მეთოდებს რევოლუციების მოსახდენად და ანტიკონსტიტუციური საქმიანობის განსახორციელებლად - ირაკლი ქადაგიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას განაახლებს. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სარჩელის მიზანია პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა.

სარჩელის მიზანია, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, პოლიტიკოსები არ გამოიყენებდნენ პარტიისთვის საჭირო ბრძოლის მეთოდებს რევოლუციების მოსახდენად და ანტიკონსტიტუციური საქმიანობის განსახორციელებლად - ირაკლი ქადაგიშვილი
რუსთავი 2

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს დაუსვამს.

მმართველი პარტია - "ნაციონალური მოძრაობის", "დროას", "ახალის", "ლელოს" და გახარიას პარტიის აკრძალვას მოითხოვს. სარჩელში წარმოდგენილია დასაბუთებული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულებები და მაგალითები, რაც საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, პარტიების არაკონსტიტუციურობას მოწმობს.

"ქართული ოცნების" განცხადებით, ეს პარტიები წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობას ეწეოდნენ, რის გამოც ახლა აუცილებელია, რომ ისინი არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სარჩელის მიზანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს:

"სარჩელის მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. და პოლიტიკური პარტიები იყვნენ საქართველოს კონსტიტუციის და მათ შორის საარჩევნო პროცესის ერთგულები და არ გამოიყენებდნენ პოლიტიკური პარტიისთვის საჭირო ბრძოლის მეთოდებს რევოლუციების მოსახდენად და ანტიკონსტიტუციური საქმიანობის განსახორციელებლად.

გამომდინარე აქედან, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს სარჩელი და იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ნორმალური პოლიტიკური ველი იყოს. ხშირად გვეუბნებიან ხოლმე საზოგადოებაშიც, რომ ეს ოპოზიცია განულებულია. ჩვენ ელექტორალური მიზნით არ ვაკეთებთ ამას, ვაკეთებთ სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცოდეს, რომ წითელი ხაზი არის საქართველოს კონსტიტუცია და დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები. აი, ეს არის ამოსავალი წერტილი," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე: გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სარჩელის მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. და პოლიტიკური პარტიები იყვნენ საქართველოს კონსტიტუციის და მათ შორის საარჩევნო პროცესის ერთგულები და არ გამოიყენებდნენ პოლიტიკური პარტიისთვის საჭირო ბრძოლის მეთოდებს რევოლუციების მოსახდენად და ანტიკონსტიტუციური საქმიანობის განსახორციელებლად. გამომდინარე აქედან, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს სარჩელი და იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ნორმალური პოლიტიკური ველი იყოს. ხშირად გვეუბნებიან ხოლმე საზოგადოებაშიც, რომ ეს ოპოზიცია განულებულია. ჩვენ ელექტორალური მიზნით არ ვაკეთებთ ამას, ვაკეთებთ სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცოდეს, რომ წითელი ხაზი არის საქართველოს კონსტიტუცია და დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები. აი, ეს არის ამოსავალი წერტილი,“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები