ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – მიუხედავად ელექტორალური მხარდაჭერისა, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეიძლება, იყოს შეუსაბამო კონსტიტუციასთან და სასამართლომ მიიღოს მათი აკრძალვის გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, პარტიის საქმიანობა შესაძლოა კონსტიტუციასთან შეუსაბამო იყოს და საკონსტიტუციო სასამართლომ მისი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღოს. მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობდა.

ირაკლი ქადაგიშვილი – მიუხედავად ელექტორალური მხარდაჭერისა, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეიძლება, იყოს შეუსაბამო კონსტიტუციასთან და სასამართლომ მიიღოს მათი აკრძალვის გადაწყვეტილება
ირაკლი ქადაგიშვილი – მიუხედავად ელექტორალური მხარდაჭერისა, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეიძლება, იყოს შეუსაბამო კონსტიტუციასთან და სასამართლომ მიიღოს მათი აკრძალვის გადაწყვეტილებაპირველი არხი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის ის ნორმა, რომელიც ზოგადად, არა მარტო პოლიტიკური პარტიის მიმართ, არამედ პიროვნების მიმართაც მოქმედებს. პიროვნებას აქვს უფლება კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებისა, მაგრამ მან შეიძლება, ისეთი ქმედება ჩაიდინოს, რომ ეს თავისუფლება მას აღეკვეთოს. აქედან გამომდინარე, ეს ის ნორმაა, რომელიც სწორედ მაგიტომაც არსებობს, რომ რაღაც უფლება შეგეზღუდოს. ეს უფლება უნდა შეგეზღუდოს, თუ არ უნდა შეგეზღუდოს, ამას გადაწყვეტს უკვე საკონსტიტუციო სასამართლო“
„ამ პარტიებს ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, არავინ არ უარყოფს ამას, მაგრამ რომელიმე ეს პოლიტიკური პარტია შეეკითხა თავის ამომრჩეველს, როდესაც ყოველგვარი არგუმენტის, ფაქტის და მტკიცებულების მოტანის გარეშე აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ შედგა და ფაქტობრივად, ქვეყანაში დემოკრატიული და საკონსტიტუციო წყობის ჩამოშლის გზას დაადგა? ამაზე პასუხი არსებობს? ვინმემ იზრუნა თავის ამომრჩეველზე? აქ ის კი არ არის მარტო, მათ რომ თქვეს, ჩვენ არ გვინდა ეს არჩევნები და არ შევდივართ ამ პარლამენტში, მათ განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი ვერცერთი საბუთი ვერ წარმოადგინეს და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბოლო სამი საპარლამენტო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის მხრიდან სულ ამ სცენარით ვითარდებოდა, გავიხსენოთ ყველაფერი“
„მაგალითად, საფრანგეთში, ან გერმანიაში რომ რომელიმე პარტიამ ეს ერთხელ, ორჯერ განაცხადოს, თქვენ გგონიათ, იმ პარტიის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება? აუცილებლად დადგება. თქვენ გგონიათ, უკრაინაში რომ 18 პარტია აკრძალეს, ან მოლდოვაში, ან კიდევ სხვაგან, იმათ თავიანთი ამომრჩეველი არ ჰყავდათ? იქ სასამართლოც არ ჩაუტარებიათ, აქ კი ღია ეთერით მიმდინარეობს სასამართლო. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკური ბრძოლის არეალი შეიძლება, პარლამენტს გარეთაც იყოს, რა თქმა უნდა, შეიძლება, პოლიტიკური ბრძოლის არეალი იყოს პარლამენტს გარეთაც, მაგრამ არ შეიძლება, არჩევნები, დემოკრატია და კონსტიტუციური ინსტიტუტების ლეგიტიმაცია მუდმივად, ყოველგვარი არგუმენტაციის, მტკიცებულებების გარეშე ხდებოდეს ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან დარტყმის ობიექტი. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? ამის მერე ამ თემის მუსირება ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვა. ძალიან საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ, რაც რაღაცნაირად, ბუმერანგივით შეუტრიალდებათ ხოლმე, გუშინ, როდესაც საფრანგეთის სენატი ამკაცრებდა კანონმდებლობას უცხოურ ჩარევაზე, მიტინგებთან და ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, შს მინისტრმა, რომელსაც კანონპროექტი გამოჰქონდა, საქართველოს მაგალითი მოიტანა, რადგან ეს უქმნის ქვეყანაზე ამ წარმოდგენას მთელ მსოფლიოს და ეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ფუნდამენტალურ პრობლემებს“
„გახარიას პარტია ბოლოს კი შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ ისინი არ აღიარებდნენ, რომ ეს არჩევნები იყო კანონიერი არჩევნები და ლეგიტიმაციის საკითხს არ აღიარებდნენ ასე“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი პარტიების აკრძალვაზე: მათი ქმედებები იყო ანტიდემოკრატიული, ანტიადამიანური, ასეთი პარტია საქართველოში დემოკრატიის, მრავალპარტიულობის და თავისუფლების განვითარებას ხელს არ უწყობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები