ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალიას პირველი კომენტარი ციხეების შეფის პოსტზე ყოფილი სპეცრაზმელის დანიშვნაზე

იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თქმით, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილის დანიშვნა მისი რეკომენდაცია იყო. სალიამ უარყო აქტივისტების მხრიდან თათარაშვილის მიმართ წარსულში გაჟღერებული პრეტენზიები და განაცხადა, რომ დაუდასტურებელი ბრალდებებით გადაწყვეტილებები არ მიიღება.

პაატა სალიას პირველი კომენტარი ციხეების შეფის პოსტზე ყოფილი სპეცრაზმელის დანიშვნაზე
პაატა სალიას პირველი კომენტარი ციხეების შეფის პოსტზე ყოფილი სპეცრაზმელის დანიშვნაზეTV პირველი

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ციხეების შეფის პოსტზე ყოფილი სპეცრაზმელის დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პირადად მისი რეკომენდაცია იყო, რომ რამაზ თათარაშვილი პენიტენციურის ხელმძღვანელად დანიშნულიყო.

სალიას თქმით, მას აღნიშნულზე ასევე საუბარი ჰქონდა შს მინისტრ სულხან თამაზაშვილთანაც, რომელ უწყებაშიც რამაზ თათარაშვილი მუშაობდა.

ციხეების ახალი უფროსის შერჩევა მოგვიწია საკმაოდ მოკლე დროში, თუმცა მე ვიცნობ პირადად ამ ადამიანს, ვიციმისი პროფესიონალიზმის შესახებ და მივიღე გადაწყვეტილება დამენიშნა. ჩემი რეკომენდაცია იყო იყო, თუმცა შს მინისტრთანაც მქონდა საუაბრი, სადაც აქამდე მუშაობდა".- ამბობს პაატა სალია.

2 წლის წინ, აქციების დროს, რამაზ თათარაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველო ხელმძღვანელობდა - მაშინ ყოფილ სპეცრაზმელს აქტივისტები დევნაში ადანაშულებდნენ.

"პირველებმა" პაატა სალიას ჰკითხა, იყო თუ არა აღნიშნული გარემოება შემაფერხებელი, რომ ციხეების უფროსად თათარაშვილი დაენიშნა:

პრეტენზიები ისმოდა მისი მისამართით - ეს გარემოებები არ დადასტურებულა არცერთი გამოძიების ფარგლებში და მხოლოდ ბრალდებები, რომელიც მედიაში ვრცელდება და რომელსაც შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს, ამით გადაწყვეტილებები არ მიიღება სახელმწიფო სისტემაში", - განაცხადა სალიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად გუშინ რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.

დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ იუსტიციის მინისტრს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა
  2. ფორმულაოპოზიციურისპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
  3. TV პირველიოპოზიციურიციხეების უფროსად დანიშნეს რამაზ თათარაშვლი, რომელსაც აქტივისტები დევნაში სდებდნენ ბრალს
  4. POSTVსამთავრობოპენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
  5. პირველი არხისამთავრობოპაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა
  6. იმედინიუსისამთავრობოიუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა
  7. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პაატა სალიას ჰკითხა, იყო თუ არა აღნიშნული გარემოება შემაფერხებელი, რომ ციხეების უფროსად თათარაშვილი დაენიშნა: პრეტენზიები ისმოდა მისი მისამართით - ეს გარემოებები არ დადასტურებულა არცერთი გამოძიების ფარგლებში და მხოლოდ ბრალდებები, რომელიც მედიაში ვრცელდება და რომელსაც შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს, ამით გადაწყვეტილებები არ მიიღება სახელმწიფო სისტემაში“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პენიტენციურ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები