იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა მას შემდეგ, რაც გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა. მანამდე პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
მანამდე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. მან იუსტიციის მინისტრს წერილობით მიმართა. პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…