ნინო წილოსანი: ეს არის ის აუცილებელი პროცესი, რომელიც უნდა გაევლო ქვეყანას. ფაქტობრივად, ამ საკონსტიტუციო სარჩელით ჩვენ სამართლებრივ შეფასებას მივცემთ ბოლო 22 წელს, სადაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს ამ ადამიანებმა თავიანთი პარტიების სახით
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელით სამართლებრივი შეფასება მიეცემა ბოლო 22 წელს, რაც კონკრეტული პარტიების, მათი დასახელებების, ნუმერაციისა და სიმბოლიკის აკრძალვას ითვალისწინებს.

„ეს არის ის აუცილებელი პროცესი, რომელიც უნდა გაევლო ქვეყანას. ფაქტობრივად, ამ საკონსტიტუციო სარჩელით ჩვენ სამართლებრივ შეფასებას მივცემთ ბოლო 22 წელს, სადაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს ამ ადამიანებმა თავიანთი პარტიების სახით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკასთან“.
როგორც მან აღნიშნა, სისტემას ქმნიან ადამიანები და დანაშაულებრივი რეჟიმის ლიდერები იხდიან სასჯელს, ახლა კი მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა ქართველი ხალხი.
„რევოლუციების პრევენცია და გადატრიალებების მცდელობების აღმოფხვრა არის მიკრო და პატარა კომპონენტი ჩვენი სარჩელის. ჩვენი სარჩელის მთავარი მიზანია ქართველი ხალხის უფლებების დაცვა და დაცვა იმისა, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული, კონსტიტუციური და სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფო.
ეს პროცესი გულისხმობს ამ პარტიების აკრძალვას. ამ პარტიების დასახელებების, ნუმერაციის, სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვას. ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ რეჟიმის შემქმნელები, არიან გაცილებით მეტად დამნაშავეები, ვიდრე კონსტიტუციურად არსებული ფორმატის უბრალოდ მონაწილე მხარეები. თუ გავიხსენებთ ყველაზე ხმაურიანი ნიურნბერგის პროცესიდან დაწყებული, ბევრი სხვა პროცესი ვიცით, სადაც კონკრეტული ლიდერები გასამართლდნენ. ადამიანები ქმნიან ამ სისტემას, ამიტომ ნებისმიერი მათგანი, რომელიც თუნდაც ახლა ველზე ჩანს, არ ოკდება და ასევე ეძალება ქართველ ხალხს, თავისი ძალადობრივი შინაარსით არის ნამდვილად ამის მონაწილე.
ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ საშუალებას, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს. ქართველი ხალხისთვის ალბათ დამამშვიდებელი არის ის, რომ ბევრმა მათგანმა მოიხადა სასჯელი. მათი ყველაზე ოდიოზური ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის სახით, ახლაც იხდიან სასჯელს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს არის ის აუცილებელი პროცესი, რომელიც უნდა გაევლო ქვეყანას. ფაქტობრივად, ამ საკონსტიტუციო სარჩელით ჩვენ სამართლებრივ შეფასებას მივცემთ ბოლო 22 წელს, სადაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს ამ ადამიანებმა თავიანთი პარტიების სახით“
„რევოლუციების პრევენცია და გადატრიალებების მცდელობების აღმოფხვრა არის მიკრო და პატარა კომპონენტი ჩვენი სარჩელის. ჩვენი სარჩელის მთავარი მიზანია ქართველი ხალხის უფლებების დაცვა და დაცვა იმისა, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული, კონსტიტუციური და სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პროცესი გულისხმობს ამ პარტიების აკრძალვას. ამ პარტიების დასახელებების, ნუმერაციის, სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვას. ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ რეჟიმის შემქმნელები, არიან გაცილებით მეტად დამნაშავეები, ვიდრე კონსტიტუციურად არსებული ფორმატის უბრალოდ მონაწილე მხარეები. თუ გავიხსენებთ ყველაზე ხმაურიანი ნიურნბერგის პროცესიდან დაწყებული, ბევრი სხვა პროცესი ვიცით, სადაც კონკრეტული ლიდერები გასამართლდნენ. ადამიანები ქმნიან ამ სისტემას, ამიტომ ნებისმიერი მათგანი, რომელიც თუნდაც ახლა ველზე ჩანს, არ ოკდება და ასევე ეძალება ქართველ ხალხს, თავისი ძალადობრივი შინაარსით არის ნამდვილად ამის მონაწილე. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ საშუალებას, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს. ქართველი ხალხისთვის ალბათ დამამშვიდებელი არის ის, რომ ბევრმა მათგანმა მოიხადა სასჯელი. მათი ყველაზე ოდიოზური ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის სახით, ახლაც იხდიან სასჯელს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…