ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მათზე უკეთ ისედაც არავინ იცის, რა მავნებლობები აქვთ ჩადენილი, ამიტომ, ყველაზე კარგად ათვითცნობიერებენ სარჩელის სამართლებრივ მხარეებს - ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სარჩელზე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოფედერალისტებისაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის განხილვას იწყებს, რაზეც ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ თავად ყველაზე კარგად იცის საკუთარი მავნებლობები და სარჩელის მხარეები.

მათზე უკეთ ისედაც არავინ იცის, რა მავნებლობები აქვთ ჩადენილი, ამიტომ, ყველაზე კარგად ათვითცნობიერებენ სარჩელის სამართლებრივ მხარეებს - ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სარჩელზე
მათზე უკეთ ისედაც არავინ იცის, რა მავნებლობები აქვთ ჩადენილი, ამიტომ, ყველაზე კარგად ათვითცნობიერებენ სარჩელის სამართლებრივ მხარეებს - ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სარჩელზერუსთავი 2

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.

უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

ოპოზიციურ პარტიებს ჯერ ერთიანი პოზიცია არ აქვთ, დაესწრებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს.

ჩერგოლეიშვილი გარეთ აპირებს ყოფნას, გვარამია დარბაზში, სააკაშვილის და გახარიას პარტიები კიდევ არ ჩამოყალიბებულან, "ლელომ" თავიდანვე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტების გუნდთან ერთად მივა.

უმრავლესობა კი კვლავ ოპოზიციური პარტიების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, კონსტიტუცია გმობს, კონსტიტუციის მიმართ საწინააღმდეგო ქმედებებს.

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ყველა ნორმალური კონსტიტუცია გმობს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს. მათზე უკეთ ისედაც არ იცის არავინ, თუ რა მავნებლობები აქვთ ჩადენილი, ამიტომ, თავად ყველაზე კარგად ათვიცნობიერებენ ამ სარჩელის მნიშვნელობას და მის სამართლებრივ მხარეებს.

თუმცა, ის ფაქტი, რომ ახლა თავიანთ ტაქტიკაში ერთი მხრივ ვერ თანხდებიან, მაგრამ მეორე მხრივ, მათი მოსაზრებით, რაღაც გარკვეული სხვადასხვა გადანაწილება აქვთ, ესეც უკვე ჩვენთვის ნაცნობი სცენარია. ფიქრობენ, რომ ზოგმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ამ სარჩელში, ზოგმა კი რადიკალური გზებით გააპროტესტოს - ესეც ჩვენთვის ნაცნობი ხელწერა არის მათი მხრიდან.

ამიტომ, არაფერი განსაკუთრებული, ისინი ფაქტიურად უმოქმედოები იქნებიან, იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ ქართველი ხალხია. მათ უკვე დიდი ხანია ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა, ეს არის უარი რადიკალ ოპოზიციონერებს", - აცხადებს ნინო წილოსანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ყველა ნორმალური კონსტიტუცია გმობს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს. მათზე უკეთ ისედაც არ იცის არავინ, თუ რა მავნებლობები აქვთ ჩადენილი, ამიტომ, თავად ყველაზე კარგად ათვიცნობიერებენ ამ სარჩელის მნიშვნელობას და მის სამართლებრივ მხარეებს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ახლა თავიანთ ტაქტიკაში ერთი მხრივ ვერ თანხდებიან, მაგრამ მეორე მხრივ, მათი მოსაზრებით, რაღაც გარკვეული სხვადასხვა გადანაწილება აქვთ, ესეც უკვე ჩვენთვის ნაცნობი სცენარია. ფიქრობენ, რომ ზოგმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ამ სარჩელში, ზოგმა კი რადიკალური გზებით გააპროტესტოს - ესეც ჩვენთვის ნაცნობი ხელწერა არის მათი მხრიდან. ამიტომ, არაფერი განსაკუთრებული, ისინი ფაქტიურად უმოქმედოები იქნებიან, იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ ქართველი ხალხია. მათ უკვე დიდი ხანია ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა, ეს არის უარი რადიკალ ოპოზიციონერებს“
ნინო წილოსანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, ვინც არის სავსე მოღალატეებით - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები