პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა ოთხშაბათს კარაკასში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უმასპინძლა, რის შემდეგაც ორმა ქვეყანამ სამხედრო თანამშრომლობის ახალი შეთანხმების გაფორმების შესახებ გამოაცხადა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უმასპინძლა, რის შემდეგაც ქვეყნებმა 2005 წელს შეჩერებული სამხედრო თანამშრომლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადეს.

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა ოთხშაბათს კარაკასში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უმასპინძლა, რის შემდეგაც ორმა ქვეყანამ სამხედრო თანამშრომლობის ახალი შეთანხმების გაფორმების შესახებ გამოაცხადა
იმედინიუსი

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა ოთხშაბათს კარაკასში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უმასპინძლა, რის შემდეგაც ორმა ქვეყანამ სამხედრო თანამშრომლობის ახალი შეთანხმების გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

ტელეკომპანია NTN24-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ხვდება დელსი როდრიგესი პიტ ჰეგსეტს კარაკასში, საპრეზიდენტო სასახლეში. ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.

„აქ ვდგავარ პრეზიდენტ ტრამპის სახელით, რომელიც მოკითხვას გიგზავნით და მოუთმენლად ელის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდება არა მხოლოდ სამხედრო სფეროში და ნარკოტერორისტებისა და კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობისას, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის აღდგენას ნიშნავს, რომელიც 2005 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, უგო ჩავესის მმართველობის დროს შეჩერდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, ახალი პარტნიორობა ორივე ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთობლივად ებრძოლონ ნარკოტრაფიკსა და კრიმინალურ ორგანიზაციებს, პარალელურად კი გახსნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჰეგსეტმა ხაზი გაუსვა ვენესუელის ბუნებრივ რესურსებს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გზით ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას. მისივე განცხადებით, შეთანხმება გააძლიერებს სამხედრო კავშირებს ვენესუელის დასაცავად საგარეო საფრთხეებისგან, ნარკომოვაჭრეებისა და კრიმინალური ჯგუფებისგან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის თქმით, ვენესუელა აჩვენებს, რომ აშშ დასავლეთ ნახევარსფეროში საფრთხეს აღარ დაუშვებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები