პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი - რევოლუციური დაჯგუფებების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დაპირდნენ. მისი თქმით, ეს დაჯგუფებები წლების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ და სასამართლო პროცესის გაწელვას ცდილობენ.

ნინო წილოსანი - რევოლუციური დაჯგუფებების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით
ინტერპრესნიუსი

ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით და ეს არის ჩვენი ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არგუმენტების გარეშე პროცესის გაწელვას ცდილობს, უნდობლობას აცხადებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და გარედან დახმარებას იშველიებს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ თავად ამ პარტიების წარმომადგენლებიც ყველა მათ განცხადებაზე ადასტურებენ იმ სარჩელს და ბრალს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ერთი მხრივ, ყოველ ჯერზე აცხადებენ უნდობლობას და პრინციპში სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ თავდასხმის მცდელობები აქვთ. მეორე მხრივ კი, მუდმივად იშველიებენ გარედან დახმარებას. ჩვენ დავინახეთ ასევე გარედან წამოსული განცხადებები, რომელიც ამ უსუსურ მდგომარეობაში მყოფ რადიკალურ ჯგუფებს ამხნევებს გარედან.

ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გამოჩნდა, არის მათი მხრიდან პროცესის გაწელვის მცდელობა. სრულიად დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ითხოვენ შუამდგომლობებს. მოსამართლეების მხრიდან დაზუსტების მცდელობა ასევე უშედეგოდ სრულდება, რადგან მათ ეს მოთხოვნის სურვილიც აქვთ და არანაირი არგუმენტები არ გააჩნიათ. გადავდივართ უკვე სასამართლო განხილვების მეორე ეტაპზე, რომელიც კიდევ უფრო უკეთ დაანახებს ჩვენს საზოგადოებას, მხარდამჭერებსა და ზოგადად მთლიან საზოგადოებას, თუ რა ბრალი წარვუდგინეთ „ქართულმა ოცნებამ“ და რატომ უნდა აიკრძალონ აღნიშნული პარტიები.

ათწლეულების მანძილზე ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ნაცვლად ჩვენ გვყავდა რევოლუციური პარტიები, დაჯგუფებები, რომლებიც მათი აღზევების თუ დავარდნის პერიოდში მუდმივად ახორციელებდნენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ხელისუფლებაში იყვნენ თუ შემდგომში დაკარგეს ხელისუფლება, ყოველ ჯერზე შეგვიძლია დასაბუთებულად მოვიტანოთ და შესაბამისი სარჩელიც არის წარდგენილი, რა ზიანს და მავნებლობას აკეთებდნენ ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ანტიკონსტიტუციურად ამ პარტიების ცნობა არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელსაც, ერთი მხრივ, ჩვენ ქართველ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას დავპირდით, ხოლო მეორე, ეს არის ჩვენი ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, რადგან ყველა ის სუბიექტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციურ ნორმებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტი, აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისად პასუხგაცემული,”- განაცხადა წილოსანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობონინო წილოსანი – უცნაურია, რამ აღაშფოთა ევროპელი ბიუროკრატები, მათი განცხადებები ეხმიანება უსუსურ მცდელობას, რომელიც რადიკალებს აქვთ, სასამართლოზე რამენაირად თავი გაიმართლონ
  2. იმედინიუსისამთავრობონინო წილოსანი: უცნაურია, რამ აღაშფოთა ჩვენი ევროპელი ბიუროკრატები, მათ ხომ საკუთარ მაგალითზე აქვთ პარტიები აკრძალული?!
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი: ეს არის ის აუცილებელი პროცესი, რომელიც უნდა გაევლო ქვეყანას. ფაქტობრივად, ამ საკონსტიტუციო სარჩელით ჩვენ სამართლებრივ შეფასებას მივცემთ ბოლო 22 წელს, სადაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს ამ ადამიანებმა თავიანთი პარტიების სახითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები