პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი პარტიების აკრძალვაზე: ის, რაც სხვა ქვეყნებისთვის კონსტიტუციის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში ვიღაცისთვის კრიტიკის საფუძველია. ეს აუცილებლად გასავლელია, ისტორიულ პროცესში ვართ. ქართველი ხალხის მოთხოვნაა ეს ადამიანები ნახონ განსასჯელის სკამზე

საკონსტიტუციო სასამართლოლელონაციონალური მოძრაობა

ნინო წილოსანის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ევროპული პრაქტიკა და კონსტიტუციის დაცვაა, ხოლო საქართველოში „ქართველი ხალხის მოთხოვნაა, ეს ადამიანები ნახონ განსასჯელის სკამზე“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას გამოეხმაურა.

ნინო წილოსანის განცხადებით, ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით, 150-მდე პარტიაა აკრძალული ზუსტად იმ პრინციპებით, რომელზეც ახლა საქართველოში საუბრობენ.

მისი შეფასებით, ის, რაც სხვა ქვეყნებისთვის კონსტიტუციის დაცვისა და დემოკრატიის იარაღია, საქართველოში რატომღაც კრიტიკის საფუძველი ხდება.

"ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების მაგალითზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადღაც 150-მდე პარტია არის აკრძალული, ზუსტად იმ პრინციპების მიხედვით, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში 8. ეს ციფრები უბრალოდ ძალიან ნათელ წარმოდგენას იძლევა იმისა, რომ ის, რაც სხვა ქვეყნებისთვის მათი კონსტიტუციის დაცვაა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია, ჩვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის კრიტიკის საფუძველია. მაგრამ ეს აუცილებლად იმუშავებს, ისტორიულ პროცესში ვართ. ეს ალბათ გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ წარმოიდგინეთ NGO-ების შემთხვევაში და უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტების შემთხვევაში რამხელა წინააღმდეგობას წავაწყდით, რამხელა ქარტეხილები გავიარეთ და ალბათ, ჩვენი საზოგადოებისთვის მარტივი წარმოსადგენია, ვთქვათ, 2012 წელს რომ დაგვეწყო ეს პროცესი, ძალიან ბევრ რაღაცას გამოვაკლდებოდით. მაგრამ ეს პროცესი აუცილებლად გასავლელია, მინიმუმ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მოთხოვნაა, ეს ადამიანები ნახონ განსასჯელის სკამზე.

ეშმაკი ხშირად იცვლის ხოლმე სახეს. ამ შემთხვევაში, სახეცვლილებით არაფერი შინაარსი არ იცვლება. ოფიციალურად, დოკუმენტებით არის დადასტურებული, რომ გახარიაც და "ლელოც" იყო "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი და კოალიციის შემადგენელი ნაწილი. ძალიან უნდოდა "ლელოს", რომ დაემალა, მაგრამ ესეც გავასაჯაროვეთ, რომ IPP-ის წინაშე "ნაციონალურმა მოძრაობამ"და "ლელომ" ხელი მოაწერა, რომ ისინი კოალიცია იქნებოდნენ და ერთმანეთთან ითანამშრომლებდნენ. ეს დოკუმენტი არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ერთი ორგანიზმია, უბრალოდ სხვადასხვა დასახელებით და სხვადასხვა სახით," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი: "ნაცმოძრაობას" შეწირული გახარია, რომელიც იმისთვის გადადგა, რომ ნიკა მელია გადაერჩინა, ეს პოლიტიკური გუნდი თავიანთი წარმომადგენლებით არ არიან საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრის ღირსნი? რა თქმა უნდა, არიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები