შალვა პაპუაშვილი – „რეჟიმისგან“ გაქცეული ნატა ფერაძე პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გერმანიაში აქტივისტ ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ფეისბუქ პოსტის გამო.

„რეჟიმისგან“ გაქცეული პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება „ფეისბუქ“ პოსტის გამო გერმანიაში აქტივისტ ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
„რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა, ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
გერმანიაში მყოფმა ნატა ფერაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფეისბუქ პოსტის გამო ბერლინში მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი ნატა ფერაძის შესახებ: „რეჟიმისგან“ გაქცეული პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა. რა
შალვა პაპუაშვილი ნატა ფერაძეზე: რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა, ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრა
“რეჟიმისგან” გაქცეული პირდაპირ “დიქტატურაში” აღმოჩენილა”; “აქაც მურუსიძე კი არ გამასამართლებს” – შალვა პაპუაშვილი VS ნატა ფერაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…