“რეჟიმისგან” გაქცეული პირდაპირ “დიქტატურაში” აღმოჩენილა”; “აქაც მურუსიძე კი არ გამასამართლებს” – შალვა პაპუაშვილი VS ნატა ფერაძე
„ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გამოეხმაურა ნატა ფერაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას გერმანიაში ფეისბუქ პოსტის გამო უჩივლეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. პაპუაშვილის თქმით, რეჟიმისგან გაქცეული „დიქტატურაში“ აღმოჩნდა და სოცმედიაში შეურაცხყოფის დაუსჯელობის პროპაგანდა დაინგრა. თავის მხრივ, ნატა ფერაძემ აღნიშნა, რომ ის დემოკრატიაშია და სამართლიან სასამართლოს ელის.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, ნატა ფერაძის წერილს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მას გერმანიაში უჩივლეს, ფეისბუქით გავრცელებული შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო და წერს:
“რეჟიმისგან” გაქცეული პირდაპირ “დიქტატურაში” აღმოჩენილა.
რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა, ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრა.
ნატა ფერაძე პაპუაშვილს პასუხობს;
დიქტატურა კი არა, დემოკრატიის აკვანში ვარ და ერთი წამი არ ვღელავ, აქაც მურუსიძე და მილდენბერგერი კი არ გამასამართლებენ, თუ საერთოდ მიიღებს სასამართლო განხილვაში.
დიახ, ასეა, ნებისმიერს შეუძლია იჩივლოს და მიიღოს სამართლიანი სასამართლო
თქვენ კი, ქოცებო, თქვენი მოგზავნილი ჟღვლინტიანად საკადრის პასუხს მიიღებთ.
“მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში” – ნატა ფერაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.