ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო პარტიას აკრძალავს

გახარია საქართველოსთვისსაქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

შალვა კერესელიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობას აკრძალავს, მათი დეპუტატები პარლამენტს დატოვებენ, რადგან მიღებულ მანდატებს ძალა აღარ ექნება.

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო პარტიას აკრძალავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო პარტიას აკრძალავსნეტგაზეთი

„გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციოს მიერ მისი პარტიისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს დატოვებენ. ამ თემაზე კერესელიძემ დღეს, 26 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა.

„ჩვენ ვერ ვიგებთ, რაში მიგვიძღვის ბრალი დანაშაული და გვითხარით, იქნებ თქვენ გვითხრათ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, წევრებს – რაში გვედება ბრალი. რეალურად ვერც გვეუბნებიან, ვერ გვეუბნებიან ვერც „ოცნების“ წარმომადგენლები და ამბობენ – მერე გეტყვით… იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, აუკრძალავენ მას პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ მე ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში ამ პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და არანაირი ფასი არ ექნება. არ ექნება იმიტომ, რომ ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში თუ ჩვენს პარტიას აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ ბუნებრივია, რომ პარლამენტშიც ჩვენ არანაირი უკვე აღარ გვექნება, არანაირი ფასი და ძალა ამ მანდატებს აღარ ექნება“, – თქვა კერესელიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტი 2025 წლის 20 ოქტომბერს შეწყვიტა და პარლამენტში 12 დეპუტატი შევიდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა კერესელიძე – ჩვენს პარტიას საქმიანობას თუ აუკრძალავენ, ბუნებრივია, მანდატებს არანაირი ძალა არ ექნება და დავტოვებთ პარლამენტს
  2. ფორმულაოპოზიციურიშალვა კერესელიძე: თუ პარტიას აკრძალავენ, პარლამენტს დავტოვებთ — ეს პირადი შურისძიებაა
  3. ალიაოპოზიციურითუ პარტიას აკრძალავენ, პარლამენტს დავტოვებთ — ეს პირადი შურისძიებაა” – გახარიას პარტია
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის...
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვერ ვიგებთ, რაში მიგვიძღვის ბრალი დანაშაული და გვითხარით, იქნებ თქვენ გვითხრათ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, წევრებს – რაში გვედება ბრალი. რეალურად ვერც გვეუბნებიან, ვერ გვეუბნებიან ვერც „ოცნების“ წარმომადგენლები და ამბობენ – მერე გეტყვით… იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, აუკრძალავენ მას პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ მე ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში ამ პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და არანაირი ფასი არ ექნება. არ ექნება იმიტომ, რომ ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში თუ ჩვენს პარტიას აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ ბუნებრივია, რომ პარლამენტშიც ჩვენ არანაირი უკვე აღარ გვექნება, არანაირი ფასი და ძალა ამ მანდატებს აღარ ექნება“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გახარიას პარტია ითხოვს, ცალკე განიხილონ მათი აკრძალვის საკითხიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები