თუ პარტიას აკრძალავენ, პარლამენტს დავტოვებთ — ეს პირადი შურისძიებაა” – გახარიას პარტია
შალვა კერესელიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალავს, ისინი საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ, რადგან ამ გადაწყვეტილებას პირად შურისძიებად მიიჩნევენ.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მათი პოლიტიკური გაერთიანება საპარლამენტო მანდატებს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას აკრძალავს:
„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ – „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობს აუკრძალავენ, ვფიქრობ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და ფასი არ ექნება.
არ ექნება, რადგან ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, ბუნებრივია, ჩვენც პარლამენტში არანაირი საქმე აღარ გვექნება, ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება.
ბუნებრივია, დავტოვებთ პარლამენტს. ჩვენ არანაირი გადაცდომა, არანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, დარღვევები არ გვქონია. შესაბამისად, ეს არის ხელოვნურად მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის მხოლოდ პირადი შურისძიება.“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაშალვა კერესელიძე – ჩვენს პარტიას საქმიანობას თუ აუკრძალავენ, ბუნებრივია, მანდატებს არანაირი ძალა არ ექნება და დავტოვებთ პარლამენტს
შალვა კერესელიძე: თუ პარტიას აკრძალავენ, პარლამენტს დავტოვებთ — ეს პირადი შურისძიებაა
"გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის...
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო პარტიას აკრძალავს
ციტატები სტატიიდან
„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ – „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობს აუკრძალავენ, ვფიქრობ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და ფასი არ ექნება. არ ექნება, რადგან ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, ბუნებრივია, ჩვენც პარლამენტში არანაირი საქმე აღარ გვექნება, ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება. ბუნებრივია, დავტოვებთ პარლამენტს. ჩვენ არანაირი გადაცდომა, არანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, დარღვევები არ გვქონია. შესაბამისად, ეს არის ხელოვნურად მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის მხოლოდ პირადი შურისძიება.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…