გახარიას პარტია ითხოვს, ცალკე განიხილონ მათი აკრძალვის საკითხი
გიორგი გახარიას პარტია ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა პარტიებისგან ცალკე განიხილოს მათი აკრძალვის საკითხი. პარტიაში აცხადებენ, რომ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ, რათა „ქართული ოცნების“ მხრიდან ერთპარტიული დიქტატურის დამყარების მცდელობა ისტორიას დოკუმენტურად დარჩეს.

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, ცალკე, სხვა პარტიებისაგან დამოუკიდებლად განიხილოს მათი აკრძალვის საკითხი. ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ყველაზე უთანასწორო ბრძოლებში – იმ მიზნით რომ დავპირისპირებოდით „ოცნების“ პროპაგანდას და ტყუილებს და ჩვენი მოქალაქეები „ოცნების“ პირისპირ, მარტო არ დაგვეტოვებინა.
ახლაც იმავეს ვაპირებთ.
საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, რათა ეს სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას ყველა იმ გვარ-სახელით, რომელიც ქვეყანაში განსხვავებული აზრი განადგურებას და ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას უხეიროდ ცდილობს.
ყველა მათგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ვერავინ შეძლებს მისგან გაქცევას, ვერცერთი ორგანიზატორი, ვერცერთი ხელმძღვანელი და ვერცერთი თანამონაწილე”, – აცხადებენ პარტიაში.
საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაგახარიას პარტია მოითხოვს, მისი აკრძალვის საკითხი საკონსტიტუციომ სხვა პარტიებისგან განცალკევებით განიხილოს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათი საკითხი ცალკე საქმედ გამოიყოს
პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფის მოთხოვნით მიმართა
"გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონ
გახარიას პარტია მოითხოვს, საკონსტიტუციომ მათი აკრძალვის საკითხი ცალკე განიხილოს
გახარიას პარტია მოითხოვს, მისი აკრძალვის საკითხი საკონსტიტუციომ სხვა პარტიებისგან განცალკევებით განიხილოს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…