ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა კერესელიძე – ჩვენს პარტიას საქმიანობას თუ აუკრძალავენ, ბუნებრივია, მანდატებს არანაირი ძალა არ ექნება და დავტოვებთ პარლამენტს

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს, თუ პარტიას საქმიანობას აუკრძალავენ, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების დაკვეთით უკვე მიღებულია და ეს მხოლოდ პირადი შურისძიებაა.

შალვა კერესელიძე – ჩვენს პარტიას საქმიანობას თუ აუკრძალავენ, ბუნებრივია, მანდატებს არანაირი ძალა არ ექნება და დავტოვებთ პარლამენტს
შალვა კერესელიძე – ჩვენს პარტიას საქმიანობას თუ აუკრძალავენ, ბუნებრივია, მანდატებს არანაირი ძალა არ ექნება და დავტოვებთ პარლამენტსპირველი არხი

გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს, ხელისუფლების დაკვეთის სახით, უკვე მიღებულია. სასამართლო სხდომები კი, ის პროცედურული საკითხია, რომელიც უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

კერესელიძის თქმით, სარჩელში პარტიის საკითხი არის ხელოვნურად, იძულებით დამატებული.

„ყველანაირი არგუმენტით გაუგებარია, ამ სარჩელში რატომ მოხდა დამატება. სასამართლოს სხდომაზე კითხვებს ვსვამთ და მოსამართლეს ვეკითხებით, რაში მიგვიძღვის ბრალი – ვერც გვეუბნებიან, მათ შორის ვერც „ოცნების“ წარმომადგენლები, ამბობენ, მერე გეტყვითო. ამიტომ ვთხოვდით, რომ სარჩელის განხილვა ინდივიდუალურად მომხდარიყო. უნდა ყოფილიყო ნათელი, ცხადი და გასაგები, რაში გვედავება ხელისუფლება“, – აღნიშნა კერესელიძემ.

ამასთან, როგორც კერესელიძემ აღნიშნა, 12 მანდატი, რომელიც პარტიას აქვს და წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, არც ერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული.

„ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც უშუალოდ პარტიამ მიიღო და მას ეკუთვნის. ჩვენს პარტიას თუ აკრძალავენ და მას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, მაშინ ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში ამ პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და არანაირი ფასი არ ექნება. არ ექნება, რადგან ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, ბუნებრივია, ჩვენ პარლამენტშიც არანაირი საქმე აღარ გვექნება, ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება. ბუნებრივია, დავტოვებთ პარლამენტს. ჩვენ არანაირი გადაცდომა, არანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, დარღვევები არ გვქონია. შესაბამისად, ეს არის ხელოვნურად მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის მხოლოდ პირადი შურისძიება“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიშალვა კერესელიძე: თუ პარტიას აკრძალავენ, პარლამენტს დავტოვებთ — ეს პირადი შურისძიებაა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველანაირი არგუმენტით გაუგებარია, ამ სარჩელში რატომ მოხდა დამატება. სასამართლოს სხდომაზე კითხვებს ვსვამთ და მოსამართლეს ვეკითხებით, რაში მიგვიძღვის ბრალი – ვერც გვეუბნებიან, მათ შორის ვერც „ოცნების“ წარმომადგენლები, ამბობენ, მერე გეტყვითო. ამიტომ ვთხოვდით, რომ სარჩელის განხილვა ინდივიდუალურად მომხდარიყო. უნდა ყოფილიყო ნათელი, ცხადი და გასაგები, რაში გვედავება ხელისუფლება“
„ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც უშუალოდ პარტიამ მიიღო და მას ეკუთვნის. ჩვენს პარტიას თუ აკრძალავენ და მას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, მაშინ ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში ამ პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და არანაირი ფასი არ ექნება. არ ექნება, რადგან ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, ბუნებრივია, ჩვენ პარლამენტშიც არანაირი საქმე აღარ გვექნება, ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება. ბუნებრივია, დავტოვებთ პარლამენტს. ჩვენ არანაირი გადაცდომა, არანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, დარღვევები არ გვქონია. შესაბამისად, ეს არის ხელოვნურად მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის მხოლოდ პირადი შურისძიება“
შალვა კერესელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე – პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკვე მიღებული აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები