პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი: “ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის”

ხალხის ძალასაქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ეკა სეფაშვილის განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ის მხოლოდ ქალების კი არა, მთელი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების საკითხია.

ეკა სეფაშვილი: “ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის”
POSTV

„ქალთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ქალების საკითხი – ეს ეხება მთელ საზოგადოებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებასა და მის სოციალურ პოლიტიკას“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„უნდა აღინიშნოს, რომ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალთა უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავება მრავალწახნაგოვანი და მრავალასპექტიანი საკითხია. რა თქმა უნდა, ამ საკითხში უწყებების კოორდინაციასა და ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობს პარლამენტი, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სახით.

მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მექანიზმები, რომლებიც პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება აწყდებოდეს იმ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას, რომელთა გადაწყვეტაშიც პარლამენტის როლი წამყვანია. სწორედ ასეთი ერთობლივი განხილვები საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ქალთა უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში თანაბარზომიერად და შესაბამისად იყოს გათვალისწინებული ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულებისთვის.

ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სამოქმედო გეგმის განხილვაში. ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის, იმიტომ, რომ ქალთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ქალების საკითხი – ეს ეხება მთელ საზოგადოებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებასა და მის სოციალურ პოლიტიკას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი: “საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზება – სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები