საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა ივანიშვილის მოწმედ გამოკითხვის შუამდგომლობა – ოპოზიციის აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ შუამდგომლობა ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მოწმედ დაკითხვის შესახებ. საქმე, რომლითაც მმართველი პარტია 5 ოპოზიციური გაერთიანების აკრძალვას ითხოვს, არსებით განხილვაზე გადავიდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვის შესახებ.
ივანიშვილის გარდა, სასამართლომ უარი თქვა დაეკითხა „ქართული ოცნების“ სხვა, როგორც მოქმედი, ისე ყოფილი ლიდერები. მათ შორის: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე და ა.შ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა – სასამართლომ საქმეს დაურთო კონკრეტული ვიდეო-ჩანაწერები და საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ბეჭდური მასალები.
გახარიას პარტია „ოცნების“ ლიდერების გამოკითხვას ითხოვდა სარჩელის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩორჩანას საქმეებთან დაკავშირებით.
როგორც შუამდგომლობის ავტორებმა განმარტეს, პარტიას ედავებიან, რომ ისინი არ გაემიჯნნენ გახარიას 2019 წლის საქმიანობას – იმ დროინდელს, როცა თავად ეს პარტია არ არსებობდა, გახარია კი „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯერ შინაგან საქმეთა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი იყო.
პარტიამ მოითხოვა „ქართული ოცნების“ მაშინდელი ლიდერების გამოკითხვა იმ ლოგიკით, რომ გახარიას სადავო საქმიანობას არც ისინი გამიჯვნიან.
სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განჩინება მოკლედ განმარტა:
„მოწმეთა დაკითხვა მოტივირებული იყო იმით, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, ასევე ჩორჩანას მოვლენების შემდეგ ბატონ გიორგი გახარიას პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა და არჩეულ იქნა პრემიერ-მინისტრად […] ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია – რომ არა პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა და რომ არა პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, ბატონო გახარია ვერ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, ეს არის შემდგარი, უდავო ფაქტი. უდავო ფაქტთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვა, მათი სხდომაზე გამოძახება არის არარელევანტური.
[…] მოწმეთა დაკითხვა, ასევე, მოტივირებული იყო ჩორჩანას ეპიზოდითაც. ბატონი გახარია არის თუ არა ბრალეული ამ ეპიზოდთან დაკავშირებით – ძირითადი შინაარსი ეს იყო. თვითონ მხარემაც აღნიშნა თავისი შუამდგომლობის დასაბუთების დროს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წარიმართა გამოძიება და იხილება სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვით […] სისხლის სამართლის საქმის მასალები შესასწავლი არის საერთო სასამართლოების მიერ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პირის დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხი. აღნიშნულს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ განიხილავს და ვერ გადაწყვეტს. ეს იქნება საერთო სასამართლოების მიერ განსახორციელებელ მართლმსაჯულებაში ჩარევა
[…] ამავდროულად, უნდა განიმარტოს ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება კონკრეტული სუბიექტის [პარტია „გახარია – საქართველოსთვის“] საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი და არა კონკრეტული პირის [გიორგი გახარიას] ბრალეულობის თუ არაბრალეულობის“, – განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.
საპასუხო კომენტარის გაკეთება უნდოდა შუამდგომლობის ავტორს, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, ბერდია სიჭინავას, თუმცა მოსამართლემ მას ამის საშუალება არ მისცა.
ეს იყო ოპოზიციური პარტიების რიგით მე-14 და ბოლო შუამდგომლობა. მოწმეების გამოკითხვის მსგავსად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც წინა 13 შუამდგომლობა.
მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“ შუამდგომლობები არ აქვს. ამიტომ, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი სარჩელით ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
ამავე თემაზე:
რატომ ითხოვს გახარიას პარტია ივანიშვილის, კობახიძის და სხვა ლიდერების დაკითხვას – ოპოზიციის აკრძალვის საქმე
მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„მოწმეთა დაკითხვა მოტივირებული იყო იმით, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, ასევე ჩორჩანას მოვლენების შემდეგ ბატონ გიორგი გახარიას პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა და არჩეულ იქნა პრემიერ-მინისტრად […] ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია – რომ არა პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა და რომ არა პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, ბატონო გახარია ვერ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, ეს არის შემდგარი, უდავო ფაქტი. უდავო ფაქტთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვა, მათი სხდომაზე გამოძახება არის არარელევანტური. […] მოწმეთა დაკითხვა, ასევე, მოტივირებული იყო ჩორჩანას ეპიზოდითაც. ბატონი გახარია არის თუ არა ბრალეული ამ ეპიზოდთან დაკავშირებით – ძირითადი შინაარსი ეს იყო. თვითონ მხარემაც აღნიშნა თავისი შუამდგომლობის დასაბუთების დროს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წარიმართა გამოძიება და იხილება სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვით […] სისხლის სამართლის საქმის მასალები შესასწავლი არის საერთო სასამართლოების მიერ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პირის დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხი. აღნიშნულს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ განიხილავს და ვერ გადაწყვეტს. ეს იქნება საერთო სასამართლოების მიერ განსახორციელებელ მართლმსაჯულებაში ჩარევა […] ამავდროულად, უნდა განიმარტოს ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება კონკრეტული სუბიექტის [პარტია „გახარია – საქართველოსთვის“] საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი და არა კონკრეტული პირის [გიორგი გახარიას] ბრალეულობის თუ არაბრალეულობის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…