შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის შესახებ: “მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, თუმცა
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიას პარტია ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისი არგუმენტაცია განახლებულ სარჩელშია წარმოდგენილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.

„ის, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას კამპანიაც კი იყო „4,5, 9, 25“, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირაც ამბობდა – ისე, როგორც სხვები, მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა, ვინაიდან საერთო ჯამში, ხმას მისცემდნენ ერთ მიზანს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში. იცით, რომ პირველ ჯგუფს დეპუტატებისა მანდატები შეუწყდათ კიდეც იმიტომ, რომ ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს. მხოლოდ მაშინ, რაც 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო შემოვიდნენ პარლამენტში. მიუხედავად ამისა, მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი არ შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: რამდენიმე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სახელისუფლებო პარტიის ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაშალვა პაპუაშვილი – გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი რომ იყო, ეს თავიდანვე ჩანდა, ეს პარტია ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში
შალვა პაპუაშვილი პარტიაზე "საქართველოსთვის" - არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური
პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: მომზადდა, ხელმოწერილი არის და, მგონი, დღეს ჩაბარდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის
,, თუკი არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ გახარიას პარტიასაც, მაშინ რატომ არ უნდა იყვნენ სარჩელში” – შალვა პაპუაშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…