ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი პატარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მისცენ - პატიმარ გიორგი დავითაძის დედა

იუსტიციის სამინისტროტვ პირველისაქართველოს პროკურატურა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძისა და იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს და მათ პატიმრებზე ძალადობის მფარველობაში ადანაშაულებს.

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ითხოვს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მსცენ.

ირმა დავითაძე TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ "გიორგი პატარიძე და მისი სისტემა წლებია პატიმრებზე ძალადობს".

პატიმრის დედა აღნიშნავს, რომ პატარიძესთან ერთად უნდა დაისაჯონ იუსტიციის მიინისტრი პაატა სალია, რომელიც "აპრავებდა" ციხის უფროს, შოთა ტრაპაიძეს და მის ჯალათ ბადრაგებს.

შეგახსენებთ, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

ცნობილია, რომ ეს რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას მოჰყვა.

რაც შეეხება 36 წლის გიორგი დავითაძის საქმეს, ახალგაზრდა კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიორგი დავითაძის დედა მისი შვილის სხვა ციხეში გადაყვანას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები